რა გეგმას სთავაზობს ხაბეიშვილი თანაპარტიელებს და რას ამბობენ ენმ-ში

21.06.26 20:47
რა გეგმას სთავაზობს ხაბეიშვილი თანაპარტიელებს და რას ამბობენ ენმ-ში

 

 

„ნაციონალური მოძრაობა“ მორიგი შიდა ცვლილებებისთვის ემზადება. პარტიის მოქმედ ხელმძღვანელობას უფლებამოსილების ვადა ერთ თვეზე ნაკლებ დროში ეწურება, ხოლო მენეჯმენტის განახლების პროცესს შიდა დაპირისპირება და მწვავე დისკუსიები ახლავს.

დაპირისპირების მიზეზი გახდა საპატიმროდან ლევან ხაბეიშვილის მიერ გავრცელებული ხუთპუნქტიანი გეგმა, რომელსაც პარტიის შიგნით უკვე „კონსერვატიული პლატფორმა“ უწოდეს. ინიციატივის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვას ეხება, რამაც პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

ხაბეიშვილის ხედვებს პარტიის ძველი გვარდიის ნაწილი იზიარებს, თუმცა ინიციატივას კატეგორიულად ეწინააღმდეგება ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელმაც აღნიშნულ წინადადებას აბსურდული უწოდა.

პოლიტიკურ წრეებში სწორედ ნანუკა ჟორჟოლიანი განიხილება ერთ-ერთ შესაძლო კანდიდატად პარტიის მომავალი თავმჯდომარის პოზიციაზე. შესაბამისად, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე დებატები არა მხოლოდ იდეოლოგიურ მიმართულებას, არამედ პარტიის მომავალ ლიდერობასაც უკავშირდება.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები