"საქართველოში ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანია დაასანქცირა მსოფლიოში ყველაზე ურეიტინგო პრემიერ-მინისტრმა" - კობახიძე

23.06.26 12:20
"საქართველოში ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანია დაასანქცირა მსოფლიოში ყველაზე ურეიტინგო პრემიერ-მინისტრმა" - კობახიძე

"საქართველოში ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანია დაასანქცირა მსოფლიოში ყველაზე ურეიტინგო პრემიერ-მინისტრმა" - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს, რომელიც თანამდებობას ტოვებს, კარმა დაუბრუნდა. 

ირაკლი კობახიძე გარანტიას იძლევა, რომ არც ტელეკომპანია "იმედს" და არც ტელეკომპანია POSTV-ის არ შეექმნება არავითარი პრობლემები ფუნქციონირების კუთხით.

საქართველოში ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანია დაასანქცირა მსოფლიოში ყველაზე ურეიტინგო პრემიერმინისტრმა, რომელიც გუშინ ტირილით გადადგა საკუთარი თანამდებობიდან. ეს არის კარმა რომელიც მიუბრუნდა ბატონ სტარმერს. […] ეს არის, რა თქმა უნდა, ინგლისის სირცხვილი, ბრიტანეთის სირცხვილი, პირადად სტარმერის სირცხვილი, რომელიც იყო მსოფლიოში ყველაზე ურეიტინგო პრემიერმინისტრი.

ჩვენ გაძლევთ გარანტიას, რომ არც ტელეკომპანია "იმედს" და არც ტელეკომპანია POSTV-ის არ შეექმნება არავითარი პრობლემები ფუნქციონირების კუთხით და საქართველოში მედიის თავისუფლება სრულად იქნება დაცული როგორი თავდასხმაც არ უნდა ვიხილოთ ჩვენ ბრიტანული ხელისუფლებისგან საქართველოში მედიის თავისუფლებაზე. […]

მე დაგპირდით, დაახლოებით 1 წლის წინ, თუ თებერვალში, რომ საქართველოში მედიის თავისუფლებას და მედიას არავითარი პრობლემები არ შეექმნებოდა და ეს პირობა შეგისრულეთ. ახლაც ზუსტად ასევე გპირდებით, რომ არც ტელეკომპანია "იმედს" და არც ტელეკომპანია POSTV-ის არავითარი დანაკლისი არ ექნება და ორივე ტელეკომპანია შეუფერხებლად, ყოველგვარი დანაკლისის გარეშე გააგრძელებს ფუნქციონირებას," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. [შიფრი: "ტაბულა"]

ცნობისტის, Procter & Gamble-მა სანქცირებულ TV იმედთან თანამშრომლობა შეწყვიტა. ამასთან, Nestle-მ სანქცირებულ "იმედში" რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო.

მსგავსი სიახლეები