თვითონ მიხედოს „ნაციონალურ მოძრაობას" და იმას, რაც შიგნით ხდება - გვარამია სააკაშვილს პასუხობს

23.06.26 13:16
თვითონ მიხედოს „ნაციონალურ მოძრაობას" და იმას, რაც შიგნით ხდება - გვარამია სააკაშვილს პასუხობს

 

 

მომბეზრდა, თვითონ მიხედოს „ნაციონალურ მოძრაობას" და იმას, რაც შიგნით ხდება - ასე ეხმაურება კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

გვარამიას თქმით, თავად მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა მოლაპარაკება გილაურთან დაფინანსების თაობაზე. 

„მომბეზრდა გილაურებზე რაღაცების მოსმენა, ისე ლაპარაკობს მიხეილ სააკაშვილი, გეგონება გილაური მისი პრემიერ-მინისტრი არ იყო, თითქოს, „ნაციონალურ მოძრაობას" არ ჰქონდა მოლაპარაკება გილაურთან, მათი დამფინანსებელი ყოფილიყო წინასაარჩევნოდ, ამის მოსმენა უკვე შეუძლებელია. გუშინ, დავწერე სტატუსი, აქამდე თავდასხმებს ვპასუხობდი, ახლა თავდასხმებსაც აღარ ვუპასუხებ, მომბეზრდა, თვითონ მიხედოს „ნაციონალურ მოძრაობას" და იმას, რაც შიგნით ხდება. რაც შეეხება ალიანსს, ალიანსი ერთი პარტია, არც ერთიანი სია არ არის, ალიანსი არის მუშაობის ფორმატი, ვისაც უნდა, ამაში მონაწილეობა მიიღოს, ვისაც არ უნდა, არ მიიღოს",- განაცხადა გვარამიამ.

მიხეილ სააკაშვილმა პარტიებს - “ლელოს“ და პარტია “ახალს" ბიზნესპროექტი უწოდა, რომლებიც ექს-პრეზიდენტის მტკიცებით, "ნაციონალური ელექტორატის ჩამოსაშლელად შეიქმნა".

 

მსგავსი სიახლეები