ევროსაბჭოში დაგეგმილი დებატების წინ ALDE-ს ჯგუფს სალომე ზურაბიშვილი ესაუბრა
ევროსაბჭოში დაგეგმილი დებატების წინ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსს (ALDE) დისტანციურად ესაუბრა. შესაბამის ვიდეოს და ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
სალომე ზურაბშვილმა ALDE-ს წარმომადგენლებს განუცხადა, რომ ქვეყანაში იმაზე დიდი უკმაყოფილება არსებობს, ვიდრე ქუჩებში გამოიხატება. მისივე თქმით, "ქართული ოცნების" წევრებმა იციან, რომ ვერანაირი ფორმის სახალხო მხარდაჭერის იმედი ვერ ექნებათ.
🔹მიუხედავად იმ მძიმე, ინტენსიური ანტიევროპული პროპაგანდისა, რომელიც ყველა დონეზე უკვე 2.5 წელია მიმდინარეობს... იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს პროევროპულ ორიენტაციას, 71%-ია. ეს იმაზე მეტია, ვიდრე იმ ქვეყნებში, რომლებიც თავს ოფიციალურად პროევროპულად აცხადებენ.
🔹ვითარება ისეთივე ცუდია[საქართველოში], როგორც ბელარუსში და თითქმის ისეთივე ცუდი, როგორც რუსეთში - გარდა იმ ფაქტისა, რომ ჩვენ გვყავს ცოცხალი საზოგადოება, რომელიც რეალურად არ ნებდება.
🔹რეჟიმისთვის, ალბათ, სწორედ ეს არის ყველაზე შემაშფოთებელი: რომ მიუხედავად ყველა იმ რეპრესიული კანონისა, რომელიც მათ მიიღეს, ხალხი ინარჩუნებს ამ მიზანდასახულობას[ევროკავშირში ინტეგრაციას].
🔹ქვეყანაში არსებობს ძალიან დიდი უკმაყოფილება, რომელიც ბევრად აღემატება იმას, რაც ქუჩებში გამოიხატება. ის ბევრად უფრო ფართოა. მათ [„ქართული ოცნების“ წევრებმა] იციან, რომ ვერანაირი ფორმის სახალხო მხარდაჭერის იმედი ვერ ექნებათ.
🔹არსებობს მხოლოდ ერთი შესაძლებლობა და ეს არის მთელი საზოგადოებისა და მთელი პოლიტიკური სპექტრის ერთიანი ფრონტი, რათა შევძლოთ რეჟიმის დამარცხება. და ეს, დარწმუნებული ვარ, იქნება საქართველოს მომავალი," - განაცხადა სალომე ზურაბშვილმა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების საკითხზე იმსჯელებს. 24 ივნისს დაგეგმილია ასამბლეის საზაფხულო სესიის სხდომა, სადაც საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება და კენჭი ეყრება რეზოლუციის პროექტს, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ მდგომარეობას აფასებს.