რა დააკლდა ქვეყანას? - შალვა პაპუაშვილი PACE-დან შესაძლო გარიცხვის შესახებ

25.06.26 13:11
რა დააკლდა ქვეყანას? - შალვა პაპუაშვილი PACE-დან შესაძლო გარიცხვის შესახებ

რა დააკლდა ქვეყანას? - პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ წელიწადნახევარია "ქართული ოცნების" დელეგაცია PACE-სთან არ თანამშრომლობს და ჟურნალისტს ეკითხება რა დააკლდათ, ამ ურთიერთობის გაწყვეტით. 

შალვა პაპუაშვილი კვლავ ევროპულ ინსტიტუტებს აკრიტიკებს.  მისი თქმით, PACE და ევროპარლამენტი დღეს თავს უთანაბრებს რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას. 

წელიწადნახევარია, რაც PACE-ში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია არ მონაწილეობს სწორედ იმიტომ, რომ PACE არ აღიარებს ქართველის ხალხის სუვერენიტეტს და საქართველოს დამოუკიდებლობას. თქვენი აზრით, თქვენ რამე დაგაკლდათ? ჩვენ ქვეყანას რამე დააკლდა? თქვენ რა დაგაკლდათ იმით, რომ ქართველი ხალხის მოძულე ადამიანებთან არ აქვს საქართველოს პარლამენტს ყოველდღიური ურთიერთობა. 

ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს ორ რამეს და ქართველ ხალხს ჩვენთვის მანდატი მოცემული აქვს ორი მთავარი ამოცანისთვის: ეს არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ქართველი ხალხის კეთილდღეობის გაძლიერება და ამ ორ ამოცანას ვემსახურებით ჩვენ. რომელი ინსტიტუციაც ამ ორ ამოცანას ხელს შეუწყობს, იმ ინსტიტუციას ვეთანამშრომლებით, რომელი ინსტიტუციაც ხელს არ შეუწყობს და PACE არ უწყობს, ვინც ჩვენ სუვერენიტეტს არ აღიარებს, ის არც ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს და სწორედ ამიტომ ვთქვი მე, რომ PACE, ევროპარლამენტი დღეს თავს უთანაბრებს რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

  • ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მსგავსი სიახლეები