გაღიმებაც არ შეიძლება, მოსამართლე ალბათ ბოლოს ყველას სახაზინო ადვოკატს დაგვინიშნავს და გამოგვყრის დარბაზიდან - ზურა ჯაფარიძე

25.06.26 15:29
გაღიმებაც არ შეიძლება, მოსამართლე ალბათ ბოლოს ყველას სახაზინო ადვოკატს დაგვინიშნავს და გამოგვყრის დარბაზიდან - ზურა ჯაფარიძე

 

 

ოპოზიციონერ ლიდერებს ეჭვი აქვთ, რომ თამარ მახარობლიძე სხდომათა დარბაზიდან მალე მათაც გააძევებთ - კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ სწორედ ამას მიანიშნებს, ჯერ ადვოკატ ბექა ბასილაიას და დღეს უკვე დიმიტრი საძაგლიშვილის სასამართლოს დარბაზიდან გაძევება.

მისი თქმით, მოსამართლემ, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის გარდა, ყველა ბრალდებულს სახაზინო ადვოკატები დაუნიშნათ. 

ჯაფარიძე ამბობს, რომ მოსამართლე თამარ მახარობლიძე სხდომათა დაარბაზში მყოფებს ღომილის გამოც კი შენიშვნას აძლევს და დაცვის მხარეს პოზიციის დაფიქსირებას უფლებას არ აძლევს.

არც კითხვას ასმევინებენ, არც შუამდგომლობის დაყენება არ შეიძლება, საერთოდ არაფერი არარ შეიძლება - ხმის ამორება არ შეიძლება, გაღიმებაც არ შეიძლება. შიგნით რაც ხდება, ეს მოწმეები რასაც ყვებიან, უბრალოდ იმდენად სასაცილოა, რომ შეუძლებელია ადამიანმა სიცილი შეიკავო. ამაზე მოსამართლეს აქვს რეაქცია და ყრის ხალხს დარბაზიდან. როგორც ჩანს საკმარისი არ არის, დახარული სხდომა რომ არის და თქვენ არ გიშვებენ, როგორც ჩანს, ისიც პრობლემაა, ჩვენ და ჩვენი ადვოკატები რომ გამოვდივართ და ვყვებით ამბავს. მაგისკენ მიდის საქმე, ყველას დაგვინიშნეს ფაქტიურად სახაზინო ადვოკატები. ნელ-ნელა ყველას გამოგვყრის იქიდან, ბოლოს დარჩებიან, მოსამართლე, პროკურორი და სახაზინო ადვოკატები - ერთმანეთში ექნებათ სიამტკბილობა, არც არავინ გამოვა გარეთ და არც არავინ მოგიყვებათ რამეს". - ამბობს ზურა ჯაფარიძე. 

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ასევე ისაუბრა მოწმე პოლიციელზე, რომელიც დღეს პროკურატურამ წარადგინა.

ჯაფარიძის თქმით, პოლციელმა მხოლოდ ჟესტიკულაციებზე ისაუბრა. 

მოწმეს ჩვენებაში რაც ეწერა, იქ საუბარი ჰქონდა ელენე ხოშტარიაზე და ნიკა მელიაზე, თუმცა დარბაზში ილაპარაკა, რომ გვარამია დაინახა, მეც დამინახა. ბადრი ჯაფარიძეს ეუბნებოდა, შენც დაგინახე კონკრეტულად, ხელით როგორ მოუწოდებდი ხალხს პარლამენტის აღებისკენო, რაზეც გაგეცინება. აი, როგორ არ გაგეცინება იმაზე, რომ ბადრის ეუბნებოდა, შენ მოუწოდებდიო. ბადრი, განიცდის ადამიანი ასეთ რაღაცას. მე არ მაქვს რეაქცია ასეთ რაღაცაზე, მეცინება, მაგრამ ბადრი განიცდის.

მერე, მაგალითად, ჩემი კითხვა იყო - ხომ დამინახე, კონკრეტულად როგორ მოვუწოდებდი, ხელით ვანახებდი, იქით გაიქეცით და აიღეთ-მეთქი, თუ მოვუწოდე გამომყევით, წინ დავრბოდი და მომყვებოდნენ-მეთქი? ამაზე მერე მოსამართლე გეუბნება, ეს მოწმის დაცინვა არისო და გაგდებს დარბაზიდან.

გარდა იმისა, რომ საქმეში არაფერია, 12 პოლიციელი ჰყავთ, რომლებიც უბრალოდ ხელს გვადებენ და ამბობენ, რომ ვნახეთ, შორიდან, რომ რაღაც ჟესტიკულაციით მოუწოდებდნენ ხალხს პარლამენტის აღებისკენო, ოღონდ არ ახსოვს, რა არის ეს ჟესტიკულაცია, სად ვიდექი, რა მეცვა. კითხვაზე, თუ დაინახა, რომ დანაშაული იყო, როცა სამსახურში მივიდა რატომ არ თქვა დანაშაული რომ დაინახა და პატაკი რატომ არ დაწერა, პასუხობს, „არ ვიცი“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ასევე ნახეთ:

ვის რას ედავება პროკურატურა: 

  • მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  •  გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 
  • ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები