"გასულია მომსახურების ზონიდან" - "ოცნება" ზურაბიშვილს ქვეყნიდან წასვლას "ურჩევს"

25.06.26 17:22
"გასულია მომსახურების ზონიდან" - "ოცნება" ზურაბიშვილს ქვეყნიდან წასვლას "ურჩევს"

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის იმ განცხადებას ეხმიანებიან, სადაც ზურაბიშვილმა თქვა, რომ "ქართული ოცნება" შექმნილია რუსეთის გეგმით". 

  • საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული პარტია დირექტივებს მოსკოვიდან იღებს.

"ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი "რეალობასაა აცდენილი". 

მმართველი პარტიის წევრი ყოფილ პრეზიდენტს ქვეტნიდან წასვლას ურჩევს და ქალ პოლიტიკოსს "თვითმარქვიად" მოიხსენიებს: 

ერთხელ ხომ გითხარით ქალბატონ სალომეზე, თვითმარქვიაა, აცდენილია რეალობას. მე ვურჩევდი მას, რომ რაც საქართველოში იყო, ეს გამოიყენოს, დაბრუნდეს ახლა, მისია ვერ შეასრულა, შეუსრულებელი მისია გაშიფრულია - ვერც საზოგადოებას მოაწონა თავი, ვერც ქართული საქმეები აკეთა ღირსეულად და ბოლოს ასე სამარცხვინოდ დაამთავრა, რომ ამოწურა პრეზიდენტობის მანდატი და მაინც იჩემებს პრეზიდენტი ვარო," - ამბობს  ირაკლი ზარქუა. 

 

"ოცნების" დეპუტატი, ბეჟან წაქაძის თქმით, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი "გასულია მომსახურეობის ზონიდან". 

რა შეფასება უნდა მივცე ახლა ქალბატონ სალომეს, რომელიც გასულია მომსახურეობის ზონიდან, რას ამბობს არ იცის, ამ კითხვაზე კი არა, საერთოდ. რა შუაშია რუსული პროექტი, არის ქართული პროექტი და აკეთებს ქართულ საქმეს," - თქვა ბეჟან წაქაძემ.

 

სალომე ზურაბიშვილის კრიტიკას უპასუხა "ქართული ოცნების" მთავრობის მეთაურმაც.  

მსგავსი სიახლეები