რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციაზე
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ოპოზიცია გააკრიტიკა და თქვა, რომ ახლა მოქმედების დროა და ივანიშვილის გუნდის დამარცხების მთავარი ფორმულა ერთიანობაა.
ზურაბიშვილმა მაგალითად უნგრეთი მოიყვანა და აღნიშნა, რომ როდესაც ძალებს სურთ გამარჯვება, აუცილებელია კონსოლიდაცია ფუნდამენტური ღირებულებების გარშემო, სწორედ ისეთი რეჟიმების წინააღმდეგ, როგორიც მისი თქმით “ქართული ოცნებაა“.
ამ პარტიებს შორის არ ყოფილა დისკუსია იმაზე, თუ დაინიშნა არჩევნები დღეს, ხვალ , ზეგ, 2028 წელს, რას ვაკეთებთ, მივდივართ თუ არა. მე ვიცი, რომ ნახევარი პარტიები მიდიან, მათი ქმედებებიდან გამომდინარე. დავდივართ რეგიონებში, ვსაუბრობთ სოციალურ საკითხებზე, ანუ ვინ არის უფრო მიმზიდველი ხალხისთვის, ანუ ემზადებიან... მე არ მგონია, შეიძლებოდეს ამ სიტუაციაში კიდევე ერთხელ ავირჩიოთ ბოიკოტი და დავჯდეთ, ხალხს სჭირდება ბრძოლა, აქტიურობა, არა მხოლოდ დგომა, არამედ ბრძოლა, ყველაზე კარგი ბრძოლა, რაც შეიძლება შევთავაზოთ საზოგადოებას, არის ბრძოლა არჩევნებში ხმების დასაცავად, ოღონდ ეს შეიძლება იყოს მხოლოდ, თუ არის ერთიანი ფრონტი. თუ წავლენ დაქსაქსული, ეს არის წაგებული არჩევნები, მაგალითი არის უნგრეთი, სადაც პარტიებმა გვერდზე გადაიწიეს დროებით, -თქვა ზურაბიშვილმა.