ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პოლიტიკოსმა ქალებმა დიპკორპუსის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდეს

26.06.26 12:22
ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პოლიტიკოსმა ქალებმა დიპკორპუსის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდეს

პოლიტიკოსი ქალები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე პოლიტიკური პატიმრობის პირობებში და იმ რისკებზე, რაც მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს შეიძლება შეექმნას.

ასევე განიხილეს ქალთა უფლებრივი მდგომარეობა ქვეყანაში, მათ შორის ქალების როლი წინააღმდეგობის პოლიტიკურ და სამოქალაქო მოძრაობაში, აქტივისტებისა და ქალი პოლიტიკოსების წინაშე არსებული გამოწვევები და ზეწოლის პრაქტიკა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დემოკრატიული პროცესების, ადამიანის უფლებებისა და პოლიტიკური თავისუფლებების დაცვის კუთხით საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

დღეს ჩვენ ვხვდებით დოპკორპუსის წარმომადგენლებს, ქალი პოლიტიკოსების სახელით, იმისთვის, რომ ვისაუბროთ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ, მოვითხოვოთ, რომ მას მიეცეს ადეკვატური დიაგნოსტირების და მკურნალობის საშუალება. ბუნებრივია, ასევე ვისაუბრეთ ქვეყანაში არსებულ რეპრესიებზე და განსაკუთრებით ამას რა გავლენა აქვს ქალ პოლიტიკოსებზე, სამოქალაქო აქტივისტებზე. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საერთაშორისო მეგობრების ჩართულობა, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენი ბრძოლა. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ დავიხსნათ ჩვენი თანამებრძოლები ციხიდან და გავათავისუფლოთ ყველა პოლიტიკური პატიმარი და მათთან ერთად ჩვენი ქვეყანა, - განაცხადა ბოკუჩავამ. 

მსგავსი სიახლეები