"ოცნებაში" არ პასუხობენ კითხვას, რატომ არ იწყება გამოძიება ძალადობაში მხილებული დეპუტატების წინააღმდეგ

29.06.26 13:46
"ოცნებაში" არ პასუხობენ კითხვას, რატომ არ იწყება გამოძიება ძალადობაში მხილებული დეპუტატების წინააღმდეგ

 

 

რატომ არ იწყება გამოძიება ძალადობაში მხილებული დეპუტატების წინააღმდეგ - ამ კითხვით დღეს "პირველებმა" "ოცნების" წარმომადგენებს მიმართა, თუმცა მათ პასუხის გაცემა არ ისურვეს. 

მოკლე კომენტარი დღეს მაია ბითაძემ გააკეთა, თუმცა გამოძიებასთან დაკავსირებით დასმულ კითხვას, ვერც მან უპასუხა. 

ერთმნიშვნელოვანია, რომ ყველანაირი ძალადობა და მათ შორის პროვოკაცია არის მიუღებელი, - ამბობბს მაია ბითაძე. 

"პირველების" ამ კითხვას არც გრეტა წიწავამ უპასუხა. ილია ინჯიამ კი თქვა, რომ კითხვის დასასმელად შეუფერებელი დრო იყო. 

თქვენ იცით, რომ არ არის დაწყებული? ახლა არ არის ეგ ფორმატი, რომ ვისაუბროთ, - აბობს ილია ინჯია. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენისას ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

„ქართული ოცნების“ წევრები გახარიას პარტიას 2 დეპუტატს, გიგა ფარულავას და გიორგი შარაშიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"პირველების" მიერ გადაღებულ კადრების მიხედვით, ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობენ, „ქართული ოცნების“ შემდეგი წევრები:

  • 1. არჩილ გორდულაძე
  • 2. ⁠ლაშა ტალახაძე
  • 3. ⁠ლევან მაჭავარიანი
  • 4. ⁠ირაკლი ხელაძე
  • 5. ⁠ირაკლი კირცხალია
  • 6. ⁠გენო პეტრიაშვილი
  • 7. ⁠ვასილ ჩიგოგიძე
  • 8. ⁠ზუკა რურუა
  • 9. ⁠სავალან მირზოევი