ღარიბაშვილები შეწყალებას ითხოვენ? - რა ეჭვები გააჩინა ექსპრემიერის ცოლის ფოტომ და რას ამბობს დაკავებული მაღალჩინოსნის მამა
ხომ არ ითხოვს ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი ექსპრემიერის შეყალებას - ეს კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნის მეუღლემ, ნუნუკა თამაზაშვილმა ქმრისთვის დაბადების დღის მილოცვა საარქივო ფოტოკოლაჟით გადაწყვიტა. [ფოტოზე ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილთან, ეკატერინე ხვედელიძესთან და ბერა ივანიშვილთან პოზირებს].
“პირველები“ შეეცადა, გაერკვია, რატომ გამოაქვეყნა ექსპრემიერის მეუღლემ ივანიშვილებთან გადაღებული ფოტოები და ხომ არ იყო ეს რაიმე წინაპირობა, ექსპრემიერის შეწყალების საკითხის დასაყენებლად.
ნანუკა თამაზაშვილმა ჟურნალისტის კითხვაც კი არ მოისმინა, ისე გათიშა ტელეფონი.
რძლისგან განსხვავებით, ტელეფონი არ გაუთიშავს ტარიელ ღარიბაშვილს. მან ჟურნალისტს უთხრა, რომ არ აქვს ინფორმაცია შეწყალებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს თუ არა რაიმე სახის მოლაპარაკებები და რას ემსახურებოდა სოციალურ ქსელსი თამაზაშვილის მხრიდან საარქივო ფოტოების გამოქვეყნება.
არა გენაცვალე, აბა, რა შეწყალება... რა უნდა ვიფიქროთ, ჩვენ არაფერი არ ვიცით, - თქვა ტარიელ ღარიბაშვილმა.
„პირველები“ ასევე დაინტერესდა, ხომ არ მიუმართავს ექსპრემიერის ადვოკატს უკვე შეწყალების მოთხოვნით შესაბამისი უწყებისთვის - მიხეილ შაყულაშვილის თქმით, “არანაირი სიახლე არ არის და ამ თემაზე არ უსაუბრიათ.“
არა, არ მიმიმართავს, არ არის არაფერი სიახლე, წინა კვირას ვიყავი შესული, არ მახსოვს ზუსტად. სურვილზე არ არის საუბარი, ჯერჯერობით, არ გვისაუბრია იმაზე, მივმართოთ თუ არა, როდის, ან ვის მივმართოთ, მაგ ნაწილს ვათანხმებ მხოლოდ და მხოლოდ ბატონ ირაკლისთან, - განაცხადა მიხეილ შაყულაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
საია: პატიმრის დატოვება ისეთ პირობებში, სადაც მას ძლიერი ფიზიკური ტკივილი და სხეულის ფუნქციების შეუქცევადი დაზიანება ემუქრება, უთანაბრდება არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას
საია აცხადებს, რომ ელენე ხოშტარია პოლიტიკური პატიმარია და მიიჩნევს, რომ მის მიმართ მართლმსაჯულების ინსტრუმენტები პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით იქნა გამოყენებული