კობახიძემ ხელი მოაწერა ყაზახეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას

29.06.26 18:57
კობახიძემ ხელი მოაწერა ყაზახეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას

საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა.
 
ერთობლივ დეკლარაციას, რომლის თანახმადაც ორი ქვეყნის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადადის, ხელი მოაწერეს ირაკლი კობახიძემ და ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა.
 
ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის შესაბამის უწყებებს შორის გაფორმდა მემორანდუმები კულტურის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.

მსგავსი სიახლეები