ოპოზიცია განმარტავს, რა შედეგს მოიტანს ყაველაშვილის შესაძლო ვიზიტი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე

30.06.26 13:27
ოპოზიცია განმარტავს, რა შედეგს მოიტანს ყაველაშვილის შესაძლო ვიზიტი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე

ჩავა თუ არა მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი ჰამენეის დაკრძალვაზე - ოპოზიცია ფიქრობს, რომ იქ სადაც ირაკლი კობახიძე ახლო წარსულში ირანში ჰამასის და ჰესპოლას ლიდერების გვერდით პოზირიებდა, გასაკვირი არაფერია იმაში, რომ ყაველაშვილი თეირანში მართლაც ჩავიდეს. 

"ამ რეჟიმის ადგილი არის სწორედ თეირანში და სხვა ავტოკრატიებთან ერთად" - ამბობს "ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია. 

მე ვფიქრობ, რომ არავისთვის გასაკვირი არ იქნება - არც ამ ქვეყანაში და არც მის ფარგლებს გარეთ, ცივილიზებულ მსოფლიოში, თუკი ყაველაშვილს ვიხილავთ თეირანში. ჩვენ გვახსოვს ამ რეჟიმის სხვა წარმომადგენლები, მათ შორის რეჟიმის პრემიერ-მინისტრი ჰესბოლას და ჰამასის გვერდით. ჩვენ ვიცით, რომ მენტალურად, პოლიტიკურად და გეოპოლიტიკურად ამ რეჟიმის ადგილი არის  სწორედ თეირანში და სხვა ავტიოკრატიებთან ერთად და ყველას გვახსენდება ის კადრი, თუ როგორ იდგა კობახიძე ჰესბოლას და ჰამასის ტერორისტი ლიდერების გვერდით. ამიტომ წასვლის შემთხვევაში, ეს იქნება კიდევ ერთი ლუსტრაცია იმისა, რომ ამ რეჟიმს აქვთ მთლიანად საქართველოს ავტორიტარიზაცია და მისი საგარეო პოლიტიკის მიერთება ამ ტიპის რეჟიმებთან", - აცხადებს გრიგოლ გეგელია.

ყაველაშვილის შესაძლო ვიზიტს თეირანში არ გამორიცხავს არც "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე - პოლიტიკოსის თქმით, სავარაუდოა, რომ ირანი საქართველოში რუსეთზე არანაკლები გავლენებით სარგებლობს, ამიტომაც - "ალბათ ჩავლენ, აბა რას იზამენ და უეჭველი დაალაგებენ მერე ტრამპთან".

ყაველაშვილი რისი გადამწყვეტი არის, ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილის შეიძლება ავალებდეს, რომ გაფრინდეს და დაესწროს. იმის გათავლისწინებით რა მასშტაბის ინფლირტაციაც არის აქ ირანის რეჟიმის სპეცსამსახურების, რაც ათას კვლევაში ამოვიდა უკვე და უამრავი ვიდეო და ფოტო მტკიცებულება არსებობს, საერთოდ არ გამოვრიცხავს.... გასაგებია რომ რუსები მართავენ, მაგრამ, როგორც ჩანს, არანაკლები გავლენა აქვს ირანს. ირანის ელჩი თავზე ახურავს როცა უნდა და ხმის გამცემი არ არიან და ალბათ ჩავლენ, აბა რას იზამენ და უეჭველი დაალაგებენ მერე ტრამპთან", - აცხადებს ზურა ჯაფარიძე. 

"ნაციონალურ მოძრაობაში" კი მიიჩნევენ, რომ თუ მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე მართლაც ჩავა, ეს იქნება უკვე "ოცნების" პოლიტიკური არჩევანი.

მას შემდგე რაც ამერიკის კონგრესში საუბარი იყო რომ ირანსი გავლენები ძლიერდება საქართველოში "ქართული ოცნების" ხელისუფლების ფაქტობრივი ხელშეწყობით, მა შემდეგ, რაც სადაზვერვო ინფორმაცია დაიდო - ირანის დაზვერვის ქსელი საქართველოში გაფართოვდა და ბუნებრივია ეს შეუძლებელი იქნებოდა ქართული უსაფრთხოების სამსახურის ხელშეწყობსი გარეშე, ბუნებრივია ამ გაფრთხილებების ფონზე კიდევ დამატებით ამ ნაბიჯის გადადგმა არის პოლიტიკური არჩევანი", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა. 

მიხეილ ყაველაშვილს თეირანში აიათოლა ალი ჰამენეის დაკრძალვაზე ელოდებიან - ამის შესახებ ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო WANA იუწყება.

დასავლეთ აზიის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ცხრა ივლისს, ირანს თურქმენეთის, პაკისტანის, სომხეთის და აზერბაიჯანის ოფიციალურ დელეგაციებთან ერთად მიწვეულია საქართველოს წარმომადგენლობაც.

ირანის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უცხოელი მაღალი თანამდებობის პირები თეირანში პარასკევს ჩავლენ და ირანელ ოფიციალურ პირებთან ორმხრივი შეხვედრებიც გაიმართება.

აპირებს თუ არა აიათოლას დაკრძალვაზე ირანში ჩასვლას ყაველაშვილი, ჯერ მის ადმინისტრაციას არ დაუდასტურებია. პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება. 

 

მსგავსი სიახლეები