ბერას გინებაზე 3000 ლარით დამაჯარიმეს - ნატა ფერაძე
სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე წერს, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, ბერა ივანიშვილის გინების გამო, 3000 ლარით დაკარიმეს.
აქტივისტს შსს-ს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ უჩივლა.
ცნობილია, რომ სასამართლო სხდომას მხოლოდ შსს-ს წარმომადგენელი, სალომე ქირია ესწრებოდა.
ქირიას თქმით, ერთი პოსტი, ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე 13 ივნისს განათავსა, რომელიც „გაურკვეველია, ვის მიემართება, მაგრამ აქვს წვრილმანი ხულიგნობის შემადგენლობა“. რაც შეეხება მეორე პოსტს, სალომე ქირიას თქმით, ეს პოსტი სამოქალაქო აქტივისტმა სოციალურ ქსელში 15 ივნისს გამოაქვეყნა, რომლითაც „შეურაცხყოფა მიაყენა ბერა ივანიშვილს“.
თავად ფერაძე ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ტრაგი-კომიკურია. მისი თქმით, პროცესებს ყოველთცის ესწრებოდა, თუმცა ამჯერად ჩათვალა, რომ ამ საქმეზე ადვოკატების რესურსის დახარჯვა არ ღირდა.
სასამართლოს, თავისთავად არ ვაღიარებ და გარდა იმისა, რომ არ ვაღიარებ, მაინც ვიღებდი სასამართლოებში მონაწილეობას სტატიკისთვის და მერე რომ სტრასბურგში გადაგვეგზავნა და ა.შ. უბრალოდ, აღარ დავხარჯე რესურსი იმ ადვოკატები, რომლებიც იბრძვიან უკვე უსასყიდლოდ. ე უკვე ტრაგიკომიკურია, მე რომ ბერასთან წავაგე 3 ათასი ლარი, ეს მართლა კომედია იქნებოდა, რომ არ იყოს ტრაგედია, იმიტომ, რომ დიქტატურა მყარდება ქვეყანაში. მე ფინანსურ ვერაფერს დამაკლებენ, გერმანიაში ვიქნები, სანამ ქოცები არ წავლენ, იმიტომ, რომ მე ასეთ ქვეყანაში დაბრუნების რესურსი აღარ მაქვს, ჩემი შინაგანი რესურსი, - ამბობს ფერაძე.