ეკატერინა ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს
ბიძინა ივანიშვილის ცოლი, ეკატერინა ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას წერილობით პასუხობს.
ეკატერინა ივანიშვილი ეკა კუპატაძეს თანაუგრძნობს და წერს, რომ "ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქართველი დედა" მისი "ჭირისუფალია".
ხვედელიძის წერილის მიხედვით, ის დარწმუნებულია სახელმწიფო უწყებები საქმეს სრულყოფილად გამოიძიებენ მომხდარს, რომ არც ერთი შეკითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი.
„ქალბატონო ეკა, მთელი გულით თანაგიგრძნობთ და ვიზიარებ თქვენს უმძიმეს ტრაგედიას. ვიცი, რომ არ არსებობს სიტყვა, რომელიც დედას შვილის დაკარგვის ტკივილს შეუმსუბუქებს, თუმცა მინდა იცოდეთ, რომ ამ მწუხარებაში მარტო არ ხართ და ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქართველი დედა თქვენი ჭირისუფალია. რაც შეეხება ჩემდამი თქვენს მოწოდებას, როგორც ჩემთვის ცნობილია, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები საქმეს სრულყოფილად გამოიძიებენ და ყველა გარემოება სრულად იქნება შესწავლილი, რათა თქვენს თავს დატრიალებული უმძიმესი ტრაგედიის არცერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი. როგორც დედა-დედას, როგორც ქალი-ქალს, გისურვებთ სულიერ სიმტკიცეს, ძალას და სიმშვიდეს,“ - ნათქვამია ეკატერინა ივანიშვილის მიმართვაში.
ცნობისთვის, თბილისში მოკლული მასწავლებლის დედა ეკა კუპატაძე გუშინ, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მივიდა და "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ცოლს, ეკატერინა ივანიშვილს მიმართა, მის გვერდით, დამდგარიყო.