რა არის ამაში ცუდი? - კალაძე მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე თეირანში ჩასვლას არ გამორიცხავს
კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე თეირანში ჩავიდეს.
რა არის ამაში ცუდი? მიემგზავრება დაკრძალვაზე, როგორც სხვა ქვეყნის ლიდერები... ამაში ცუდი არაფერია - განუცხადა დღეს მედიას თბილისის მერმა.
[მიხეილ ყაველაშვილის აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლას] არ გამოვრიცხავ. რა არის ამაში ცუდი? მიემგზავრება დაკრძალვაზე, როგორც სხვა ქვეყნის ლიდერები. თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და ა.შ. ამაში ცუდი არაფერია.
რაც შეეხება აშშ-სთან ურთიერთობას, მზად ვართ იმისთვის, რომ ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან. ის, რაც წინა ადმინისტრაციამ გააფუჭა, ყველაფერი გააკეთეს ამისთვის, თავიანთი ცრუ განცხადებებით, არასამართლიანი გადაწყვეტილებებითა და დამოკიდებულებით. ვფიქრობ, დღევანდელ ადმინისტრაციას, პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით შესწევს ძალა, ეს უსამართლო დამოკიდებულება, რაც ქართულ სახელმწიფოსთან მიმართებით იყო, მარტივად გამოასწოროს“, - განაცხადა კალაძემ.
მიხეილ ყაველაშვილს თეირანში აიათოლა ალი ჰამენეის დაკრძალვაზე ელოდებიან - ამის შესახებ ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო WANA იუწყება.
დასავლეთ აზიის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ცხრა ივლისს, ირანს თურქმენეთის, პაკისტანის, სომხეთის და აზერბაიჯანის ოფიციალურ დელეგაციებთან ერთად მიწვეულია საქართველოს წარმომადგენლობაც.
ირანის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უცხოელი მაღალი თანამდებობის პირები თეირანში პარასკევს ჩავლენ და ირანელ ოფიციალურ პირებთან ორმხრივი შეხვედრებიც გაიმართება.
აპირებს თუ არა აიათოლას დაკრძალვაზე ირანში ჩასვლას ყაველაშვილი, ჯერ მის ადმინისტრაციას არ დაუდასტურებია. პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.