კობახიძეს სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მუშაობა მოსწონს
ირაკლი კობახიძის განცხადებით, სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მუშაობა "უკიდურესად მნშვნელოვანია, რათა ქვეყანაში და საზოგადოებაში ჯანსაღი ურთიერთობები არსებობდეს".
მისი თქმით, სამმართველოს მუშაობას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა და მის საქმიანობას მომავალშიც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.
ეს პროცესი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჯანსაღი ურთიერთობები არსებობდეს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს საზოგადოებაში. წლების მანძილზე, პირველ რიგში უცხოური დაფინანსებით, თავს გვახვევდნენ სიძულვილს, აგრესიას და ეს უნდა დასრულდეს. ეს არის ქართული კულტურისთვის მიუღებელი მოვლენა. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ დავასრულოთ ხელოვნურად თავსმოხვეული სიძულვილი და აგრესია ჩვენს ქვეყანაში. ამ კუთხით, ამ სამმართველოს და მის მუშაობას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. მის საქმიანობას მომავალშიც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მუშაობა პირველი ივნისიდან დაიწყო. მათი მიმართვის საფუძველზე არასრულ ერთ თვეში უკვე არაერთი მოქალაქე დაჯარიმდა. მისი ფუნქცია საჯარო სივრცეში კომუნიკაციის "სისტემური მონიტორინგია" - "სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის" წინააღმდეგ.