აქამდე მილიონჯერ გაილახებოდნენ ესენი - ზარქუა გახარიას გუნდზე

30.06.26 15:41
აქამდე მილიონჯერ გაილახებოდნენ ესენი - ზარქუა გახარიას გუნდზე

პარლამენტში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე პოლიტიკური დაპირისპირება გრძელდება. მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიას პარტიამ გენერალურ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ თუ გამოძიება დაიწყება, შედეგი შესაძლოა თავად გახარიას გუნდისთვის არ იყოს ხელსაყრელი.

ზარქუას მტკიცებით, პარლამენტში მსგავსი ინციდენტები სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებშიც ხდება, თუმცა ამტკიცებს, რომ „ოცნება“ ყველაფერს აკეთებდა, რათა დაპირისპირება არ გამწვავებულიყო. 

გახარიას და მისი პარტიის ადგილზე ცოტა დავფიქრდებოდი. ე-მანდ სხვანაირი შედეგი არ დადგეს, იმიტომ, რომ ნათლად ჩანს, ვინ როგორ წამოიწყო. და მეორე, პარლამენტებში, ზოგადად, ეს ცუდია, მაგრამ ხდება. საქართველოში კი არა, ევროპის პარლამენტებში, არაევროპის პარლამენტებშიც, უფრო განვითარებული სახელმწიფოების პარლამენტებში, არის ეს ცემა-ტყეპა და ემოციები, კი, ბატონო. ლამაზია? არ არის ლამაზი. მისაღებია? არ არის მისაღები, მაგრამ როდესაც შენ შეურაცხყოფას გაყენებენ, იქ ხდება... ვინმემ თუ გამოძიება დაიყო, არ მგონია, რომ სახახრბიელო დაკვნებით დამთავრდეს ეს ამბავი. ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ეს არ მომხდარიყო, თორემ აქამდე მილიონჯერ გაილახებოდნენ ეგენი, - ამბობს ზარქუა. 

გენერალურ პროკურატურაში გიორგი გახარიას პარტიის წევრები მივიდნენ. ისინი უწყებას წერილობით მიმართავენ და ითხოვენ, პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს.

პარტიაში აცხადებენ, რომ 26 ივნისს პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე სამართლებრივი რეაგირება ამ დრომდე არ ყოფილა.  „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, მომხდარი იყო წინასწარ დაგეგმილი და განხორციელებული.