საელჩო: ტალიაშვილი კონგრესმენებს შეხვდა
შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი, თამარ ტალიაშვილი კონგრესმენებს უორენ დევიდსონს და ბრაიან ბაბინს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
საელჩოს ცნობით, შეხვედრებზე მხარეებმა აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობის განმტკიცების პერსპექტივებზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში და საერთაშორისო დონეზე მიმდინარე გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს.
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა გამართა შეხვედრები კონგრესმენ უორენ დევიდსონთან (R), და კონგრესმენ, ბრაიან ბაბინთან (R). დევიდსონი აშშ-ის კონგრესის ეროვნული უსაფრთხოების ქვე-კომიტეტის თავმჯდომარე და საგარეო ურთიერთობათა და ფინანსური სერვისების კომიტეტების წევრია. ბაბინი, მათ შორის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კომიტეტის თავმჯდომარეა.
შეხვედრებზე მხარეებმა აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობის განმტკიცების პერსპექტივებზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში და საერთაშორისო დონეზე მიმდინარე გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს, მათ შორის აღინიშნა „შუა დერეფნის“ პროექტის მნიშვნელობა და მის ფარგლებში საქართველოს როლი. თამარ ტალიაშვილმა გამოხატა მადლიერება კონგრესის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის" - წერს საქართველოს საელჩო შეერთებულ შტატებში.