სააკაშვილს ჰგონია, რომ ნიკა მელიამ შუამავალზე განცხადება ივანიშვილისთვის გააკეთა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის „წარმოუდგენელ სისულელეს“ უწოდებს ნიკა მელიას წერილს, სადაც ის წერდა, რომ “ვივა მედში“ შედიოდა ადამიანი, რომელიც ცდილობდა “ოცნებასთან“ მოლაპარაკებებით მესამე პრეზიდენტი ციხიდან დაეხსნა.
სააკაშვილი მიიჩნევს, რომ რომ ნიკა მელიამ შუამავალზე განცხადება ბიძინა ივანიშვილისთვის გააკეთა.
ნუ ასეთ წარმოუდგენელ სისულელეს სერიოზული კომენტარი არ სჭირდება. მე ციხეში მირტყეს, მაწამეს, მომწამლეს. ჩემს საკანში გადაადგილებას მუდმივად ტელევიზიით აჩვენებდნენ და ამპირობებში საერთოდ გაფიქრებაც კი რეჟიმთან მოლაპარაკებებზე დამღუპველი იქნებოდა, იმიტომ რომ ამას ეგრევე გამოიყენებდნენ ჩემი დისკრედიტაციისთვის. არ მინდა დავიჯერო, თუმცა ხანდახან მგონია, რომ ასეთი გამონათქვამები კეთდება ივანიშვილის მოსასმენად. აი, როგორ მწარედ ვგმობ მიშას და გამიშვი ციხიდანო. მაგრამ ივანიშვილს თვისი გრაფიკი აქვს და მას მიყვება, - ამბობს სააკაშვილის “რეაქციისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.