პოლიტიკური ლიდერების საქმე - მოსამართლე აანონსებს, რომ შესაძლოა, კვირაში 3 პროცესი ჩანიშნოს

30.06.26 18:32
პოლიტიკური ლიდერების საქმე - მოსამართლე აანონსებს, რომ შესაძლოა,  კვირაში 3 პროცესი ჩანიშნოს

პოლიტიკური ლიდერების საქმე - მოსამართლე თამარ მახარობლიძე აანონსებს, რომ შესაძლოა  კვირაში სამი პროცესი ჩანიშნოს. როგორც მან ბრალდებულებს და ადვოკატებს პროცესზე უთხრა, თუ დღეში 4 მოწმის გამოკითხვას ვერ მოასწრებს, იმ შემთხვევაში კვირაში 3 პროცესს ჩაატარებს.

ბრალდებული პოლიტიკოსები ამბობენ, რომ მათ ადვოკატებს ასეთი სიხშირით პროცესებზე სიარული გაუჭირდებათ, რადგან ისინი კერძო ადვოკატები არიან და სხვა პროცესებიც აქვთ.

სიურპრიზი არაფერი აღმოჩნდება ჩვენთვის, იყო ასეთი გაფრთხილება. მე არ ვიცი, უბრალოდ ადვოკატები რამდენად შეძლებენ ასეთი სიხშირით სიარულს, რადგან ისინი ექსკლუზიურად ჩვენი ადვოკატები არ არიან და სხვა პროცესებიც აქვთ. მოგეხსენებათ, რომ ყველას გვყავს დანიშნული სახაზინო დამცველი, ზუსტად იმ მიზნით, რომ თუ არ მოვა სხვა, ისინი მოვლენ, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მოწმეები გამოიკითხნენ, რომლებმაც, ბრალდებული პოლიტიკოსებით თქმით, არასწორი ინფორმაციები გააჟღერეს და თქვეს, რომ მათ ზუსტად არ ახსოვდათ, სად იდგნენ ლიდერები, როდესაც მოწოდებებს აკეთებდნენ.

ბოლო შესვენების შემდეგ იყო სამი მოწმე, რომელმაც მე დამასახელა, არაფერი არ ახსოვს, გარდა იმის, რომ დაინახა, როგორ მოვუწოდებდი ხალხს, წავედით, მივაწვეთ, გავარღვიოთ და ვითომ შენობას ვიღებდი, ოღონდ არანირი მტკიცებულება ამის არ არსებობს. ათობით ჩანაწერია ყველა რაკურსით გადაღებული და არსად არაფერი ისმის, მარტო ჩემზე არ მაქვს ლაპარაკი, იგივეს ჰყვებიან, სხვა მოწმეები სხვებზე. სად ვიდექი, რა მეცვა, ვინ იდგა ჩემ გვერდით, არაფერზე პასუხი არ აქვთ, გარდა იმის არ ვიცი, არ მახსოვს, ერთადერთი ის იციან, რომ უბრალოდ გვასახელებენ. ჩემზე რაც მოყვა,28-შჭჭინაზეზე იდექიო, წინა ხაზზეო, ჭავლის მანქანით რამდენჯერმე დავშალეთო და მე რატომა რ დავსველდი- მეთქი ვკითხე. ბოლო მოწმემ საერთოდ ხელი ვერ დაადო ვერავის, მოვიდა და თქვა, რომ დაბვინახე იქ იყვნენ პოლიტიკოსებიო.

მოსამართლემ გვითხრა, მერე სიურპრიზი რომ არ იყოს, თუ ვერ მოვასწარი ყოველ სამშაბათს და ხუთშბათს, დღეში 4 მოწმის დაკითხვა, კიდევ ერთ დღეს დავამატებო, - თქვა ზურა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში, პოლიტიკური ლიდერების პროცესი გაიმართა. დღევანდელს სხდომას 8 ბრალდებულიდან მხოლოდ ორი - ნიკა გვარამია და ზურა ჯაფარიძე ესწრებოდნენ. მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმის განხილვა დამსწრეთათვის, მათ შორის მედიისთვის დახურული იყო.

ვის რას ედავება პროკურატურა: 

  • მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  •  გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 
  • ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები