ყაველაშვილი აიათოლას დაკრძალვაზე მიდის - რა სიგნალია ეს ოპოზიციისთვის და რას ამბობს "ოცნება"
მიხეილ ყაველაშვილი ირანში, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე მიემგზავრება. მთელი დღის განმავლობაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ „ტვ პირველს“ დაუდასტურა, რომ 9 ივლისს ყაველაშვილი თეირანში დაგეგმილ სამგლოვიარო ღონისძიებას დაესწრება.
ორბელიანების სასახლეში გადაწყვეტილებას იმით ხსნიან, რომ დაკრძალვის ცერემონიაზე რეგიონის არაერთი ქვეყნის ლიდერი და ოფიციალური დელეგაცია იქნება წარმოდგენილი.
ყაველაშვილის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა. ირანული მედიის ცნობით, თეირანში თურქმენეთის, ტაჯიკეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ოფიციალურ დელეგაციებთან ერთად საქართველოს წარმომადგენლობაც ჩავა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილი ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს. ოპოზიცია კითხულობს, რა გზავნილია ეს ოფიციალური ვაშინგტონისთვის და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საგარეო-პოლიტიკური არჩევანი საბოლოოდ ავტორიტარული რეჟიმების სასარგებლოდ გააკეთა.
დიპლომატების შეფასებით, აიათოლა ხამენეის დაკრძალვაზე საქართველოს წარმომადგენლის ჩასვლა მხოლოდ პროტოკოლური ვიზიტი აღარ არის. მათი თქმით, იმ პირობებში, როდესაც ირანთან თანამშრომლობა აშშ-ისთვის განსაკუთრებული მგრძნობელობის საკითხია, თბილისის ეს ნაბიჯი შესაძლოა ვაშინგტონმა მკაფიო პოლიტიკურ გზავნილად აღიქვას და შესაბამისი რეაგირებაც მოჰყვეს.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.