სანქციების მოლოდინი თუ ფინანსური გადაწყვეტილება? - ქვეყნის მთავარი ბანკირი ფულს ქეშად ინახავს

30.06.26 20:13
სანქციების მოლოდინი თუ ფინანსური გადაწყვეტილება? - ქვეყნის მთავარი ბანკირი ფულს ქეშად ინახავს

 

 

ნათია თურნავა თითქმის მილიონ ლარს ბანკის სეიფში, ნაღდი ფულის სახით ინახავს. საუბარია თანხაზე, რომელიც საბანკო ანგარიშზე არ არის განთავსებული. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2025 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, სეიფში მას 321 ათასი აშშ დოლარი და 35 ათასი ევრო აქვს შენახული.

იგივე არჩევანი აქვს გაკეთებული მის მეუღლესაც - დეკლარაციის თანახმად, ის ბანკის სეიფში 105 ათას ამერიკულ დოლარს ინახავს. რატომ ამჯობინებს ქვეყნის მთავარი ბანკირი ნაღდ ფულს? ეკონომისტების ნაწილი ამას სანქციების შესაძლო რისკით ხსნის.

ნათია თურნავა ამ ეტაპზე სანქცირებულ პირთა სიაში არ არის, თუმცა მისი სანქცირების მოთხოვნა არაერთხელ გაჟღერდა ევროპარლამენტარების განცხადებებში. ერთი წლის წინ, როდესაც სეიფში დიდი ოდენობით ნაღდი თანხის შენახვის შესახებ კითხვები გაჩნდა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამტკიცებდა, რომ სანქციების არ ეშინოდა.

ეკონომისტები განმარტავენ, რომ მსგავსი მოცულობის თანხის დეპოზიტზე განთავსების ან ინვესტირების შემთხვევაში, მისი მფლობელი ყოველწლიურად მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს მიიღებდა. თუმცა, სანქცირების შემთხვევაში საბანკო ანგარიშები შესაძლოა გაიყინოს და ბანკებმა სანქცირებულ პირს მომსახურება შეუწყვიტონ. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ სწორედ ეს არის ნაღდი ფულის სეიფში შენახვის მთავარი მოტივი.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები