სააკაშვილი და FB სტატუსები - ექსპრეზიდენტი პასუხობს კითხვას, ვინ არის მისი მთავარი კონტაქტი გარესამყაროსთან

30.06.26 21:51
 სააკაშვილი და FB სტატუსები - ექსპრეზიდენტი პასუხობს კითხვას, ვინ არის მისი მთავარი კონტაქტი გარესამყაროსთან

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გადაცემა “რეაქციისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გაამხილა, ვინ მართავს მის სოციალურ ქსელს და ვინ აქვეყნებს ასე ხშირად მის გვერდზე სტატუსებს.

როგორც სააკაშვილმა თქვა, იქედან გამომდიანრე, რომ მას დიდი მონდომება აქვს ხალხთან კომუნიკაციის, თუმცა, ამის საშუალება არ აქვს, ინფორმაცია მის ადვოკატებს გამოაქვთა დ აქვეყნებენ.

მოხერხებას სჭირდება მონდომება და მე დიდი მონდომება მაქვს ხალხთან კომუნიკაციის. აქ მე არანაირი კომუნიკაციური განსაკუთრებული საშუალება არ მაქვს. დარეკვა ყველასთან აკრძალული მაქვს გარდა ალისასი. ალისა ძალიან გონიერია, მაგრამ პოლიტიკურ სპიკერობას ჯერ ვერ ქაჩავს. ადვოკატებს გააქვთ ინფორმაცია, - ამბობს სააკაშვილი.