8 ოპოზიციონერის საქმე - რატომ ჩქარობს მოსამართლე განაჩენის გამოცხადებას და რა ეჭვები აქვთ ბრალდებულ პოლიტიკოსებს

30.06.26 20:03
8 ოპოზიციონერის საქმე - რატომ ჩქარობს მოსამართლე განაჩენის გამოცხადებას და რა ეჭვები აქვთ ბრალდებულ პოლიტიკოსებს

 

 

კვირაში ორი სხდომის ნაცვლად - სამი. რვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი კიდევ უფრო დაჩქარებული რეჟიმით გაგრძელდება. მოსამართლემ სხდომების ახალი გრაფიკი განსაზღვრა, რის გამოც არ არის გამორიცხული, რომ განაჩენი მოსალოდნელზე ადრე გამოცხადდეს. ბრალდებულები მიიჩნევენ, რომ პროცესის ფორსირება პოლიტიკურად მოტივირებულია და ქვეყანას მალე ახალი პოლიტპატიმრები ეყოლება.

რუსთაველის გამზირზე დგომა, ხელის აწევა და ჟესტებით მიმართვა - სწორედ ამ მოქმედებებს ასახელებს პროკურატურა იმ მტკიცებულებად, რომლითაც რვა ოპოზიციონერი ლიდერი შესაძლოა, ციხეში მრავალი წლით გაუშვან.

დღევანდელ პროცესზე რვა პოლიტიკოსის საქმეზე ოთხი პოლიციელი დაიკითხა. მოწმეების ჩვენებები თითქმის იდენტური იყო - მათი თქმით, პოლიტიკოსები რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდნენ და მოქალაქეებს მიმართავდნენ. სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები მათ, როგორც თავად აცხადებენ, არ ახსოვთ.

რა ხდებოდა პროცესზე ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები