ნებისმიერი ბრძოლაში შევალთ და დავასუსტებთ ივანიშვილს - ირაკლი კუპრაძე
დღეს კიდევ ერთხელ ვამბობთ, ნებისმიერ ბრძოლაში შევალთ და ნებისმიერ ბრძოლაში დავასუსტებთ ივანიშვილს - ამის შესახებ „ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც “ლელომ“ არჩევნებზე გასვლა გადაწყვიტა, ბადრი ჯაფარიძედ ა მამუკა ხაზარაძე ციხეში იყვნენ, თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია.
როცა არჩევნებზე გასვლის გადაწყვეტილება გავახმოვანეთ ლელომ, სად იყვნენ ხაზარაძე და ჯაფარიძე - ციხეში. მანამდეც ეს გადაწყვეტილება გვქონდა, მერეც, გამოუშვეს და მაინც მივიღეთ მონაწილეობა. სწორი არის გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. სწორი არის, ყველამ რომ მიიღოს მონაწილეობა, ეს აცლის ძალაუფლებას ივანიშვილს, მაგრამ იმის საპასუხოდ, რომ სხვები გადახტებიან უფსკრულში, საკუთარ პარტიულ სტრუქტურებს ჩამონაგრევენ, ნაწილი მათი წევრების იძულებული ქინება, რომ ემიგრაციაში წავიდეს, მე ამას ვერ გავაკეთებ, - განაცხადა კურპაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ გადაწყვიტეს პარლამენტის ბოიკოტი “ლელოს“ ლიდერმა შემდეგი პასუხი გასცა:
იმიტომ, რომ დღეს რაც მთავარ დარტყმას აყენებს ივანიშვილს რა არის ეს - დელეგიტიმაცია. როგორ შედგა ეს დელეგიტიმაცია - პარლამენტში შესვლაზე უარის თქმით. ეს იყო მტკიცე ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით, კარგი დაფიქრებით, ავწონ-დავწონეთ. მამუკას და ბადრის დაკავების რისკები არსებობდა, მაგრამ პირველები იყვნენ ვინც თქვეს, რომ ჩვენ მანდატები უნდა დავთმოთ იმისთვის, რომ ივანიშვილის დელეგიტიმაციის პროცესს შევუწყოთ ხელი და ეს გავაკეთეთ, - განაცხადა კუპრაძემ.