მდინარაძემ დაადასტურა, რომ “ოცნება” სახის ამომცნობი კამერების მთელს ქვეყანაში დამონტაჟებას აპირებენ

01.07.26 16:02
მდინარაძემ დაადასტურა, რომ “ოცნება” სახის ამომცნობი კამერების მთელს ქვეყანაში დამონტაჟებას აპირებენ

მამუკა მდინარაძე ეჭვებს, რომ სახის ამომცნობი სისტემის მეშვეობით საქართველოს მოქალაქეების პერსონალური მონაცემები FSB-ს ხელში შესაძლოა მოხვდეს "სასაცილო" უწოდა.

სამართალდამცველი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დღეს ამით Algorithmwatch-ის გამოძიებაზე დასმულ კითხვას უპასუხა. 

  • Algorithmwatch-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს შსს სახის ამომცნობ სისტემა იყიდა რუსული კომპანიისგან, რომელსაც რუსეთის კანონმდებლობით, ვალდებულება აქვს, ითანამშრომლოს უშიშროების სამსახურთან.

მდინარაძე ირწმუნება, რომ რაც ის არის ამ თანამდებობაზე, რუსეთიდან არაფერი შეუძენიათ. თუმცა "ოცნების" ლიდერი სულ რამდენიმე თვეა ამ თანამდებობაზეა, გამოძიების თანახმად კი საქართველომ რუსეთიდან აღნიშნული სერვისი პირველად ჯერ კიდევ 2013 წელს იყიდა.

მამუკა მდინარაძე დღეს თქვა, რომ აპირებენ სახის ამომცნობი კამერები მთელს ქვეყანაში დაამონტაჟონ.

არამხოლოდ რუსთაველზე და ცენტრალურ უბნებში, არამედ მთელს ქვეყანაში ვეცდებით რომ დავაყენოთ სახის ამომცნობი კამერები… უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მათ შორის დანაშაულის პრევენციის მიზნებიდან გამომდინარე”, – განაცხადა მდინარაძემ. 

გერმანული ორგანიზაცია AlgorithmWatch გამოძიებაში წერს, რომ საქართველოს ხელისუფლება 2013 წლიდან იყენებს მოსკოვში დაფუძნებული კომპანიის სახის ამომცნობ ტექნოლოგიას, რომელსაც, მათი მტკიცებით, კავშირები აქვს რუსეთის ФСБ-სთან. ანგარიშის მიხედვით, ბოლო წლებში საქართველომ ამავე კომპანიისგან დამატებითი სათვალთვალო სისტემებიც შეიძინა, ხოლო 2018 წელს რუსმა ინჟინრებმა შსს-ს თანამშრომლებს ამ ტექნოლოგიის გამოყენებაში ტრენინგები ჩაუტარეს. ორგანიზაცია არ გამორიცხავს, რომ რუსეთის კანონმდებლობის გამო ამ მონაცემებზე წვდომის რისკი შესაძლოა რუსეთის სპეცსამსახურებსაც ჰქონდეთ.  

მსგავსი სიახლეები