"ოცნება" და აშშ - ივანიშვილის გუნდის ნაბიჯები "პოლიტიკური შიზოფრენიად" შეფასდა
ამერიკის საელჩოში მისული ირაკლი კობახიძე ტრამპის ადმინისტრაციას ისევ სტრატეგიული პარნტიორობის აღდგენას და ურთიერთოებბის ახალი ფურცლიდან დაწყებას სთავაზობს, ოღონდ ის,ე რომ თავად არაფრის შეცვლას არ აპირებს. აქციების დროს დაკავებული ხალხი ციხეში, ხოლო კანონები, რომელმაც სამოქალაქო სექტორს დაარტყა - ძალაში. სწორედ ამ მოცემულობით უნდა "ქართულ ოცნებას" შეერთებულმა შტატებმა სრულფასოვანი ურთიერთობა აღადგინოს.
ქართული ოცნება თან ამბობს, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთოების აღდგენა უნდა, თან ირანში შეერთებული შტატების სეპცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული აიათოლა ალი ხამეინის დაკრძალვაზე მიხეილ ყაველაშივლს აგზავნის. ოპოზიციამ უკვე შეაფასა ეს გადაწყვეტილება, როგორც პოლიტიკური შიზოფრენია. თავდაცვის ექს მინისიტრი ამბობს, რომ ასეთი რეალობა ამერიკასთან ურთიერთობის აღდგენის შანს ნულს უტოლებს.
"ქართულმა ოცნებამ" იცის, რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ შტატებთან ურთოერთობა აღდგეს - ამის შესახებ ერთი თვის წინ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა კონგრესში ისაუბრა.
მარკო რუბიო მაშინ ამ კომენტარის გამო "ქართულმა ოცნებამ" გააკრიტკიკა. ამერიკის კრიტიკა ქართულმა ოცნებამ არ მიიღო და დათმობებზე უარი თქვა.
ირაკლი კობახიძის განცხადება ამერიკის დამოუდკეიდბელბის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ორმაგი თამაშია სალომე ზურაბიშვილს შეფასებით. მეხუთე პრეზიდენტმა კობახიძე ორი განცხადება მიუძღვნდა და დაწერა, რომ "ქართული ოცნება" თავს რელურად კარგად ამერიკის მტრულ ბანაკში გრძნობს.