ექსკლუზიური ინტერვიუ ირაკლი ნადირაძესთან და პოლიტიკოსის მთავარი გზავნილი გლდანის ციხიდან [ვიდეო]

04.07.26 20:45
ექსკლუზიური ინტერვიუ ირაკლი ნადირაძესთან და პოლიტიკოსის მთავარი გზავნილი გლდანის ციხიდან [ვიდეო]

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ირაკლი ნადირაძე "შაბათის ეთერისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში განმარტავს, რა მიზანი აქვს "ქართულ ოცნებას", როცა ციხეში იმაზე მეტ ხალხს უშვებს, ვიდრე ეს დასაშვებია. 

  • ოთხი შვილის მამა ახლა გლდანის ციხეშია.  პოლიტიკური ლიდერს გარე სამყაროსთან დაკავშირების და ზარის განხორციელების უფლება მას მხოლოდ ახლახან მისცეს. 

"ბიძინა ივანიშვილის გადმოსახედიდან, დღევანდელ საქართველოში ხალხის ერთადერთი ადგილი ციხეშია და სწორედ ამ პრინციპით მოქმედებს - გადაავსოს, გადატენოს ციხე, ხოლო თავისუფლებაზე მყოფი ადამიანები გააქციოს ქვეყნიოდან"- აცხადებს პოლიტიკოსი. 

ფაქტია, რომ დღევანდელი ხელისუფლება მოვიდა იმ დაპირებით, რომ ის გადავსებული ციხეები, რომელზეც მაშინ აყენებდნბენ პრეტენზიას, აღარ იქნებოდა გადავსებული, თუმცა ვხედავთ, რომ კატასტროფული მდგომარეობაა ფაქტობრივად ყველა ციხეში. რატომ? - იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის გადმოსახედიდან, დღევანდელ საქართველოში ხალხის ერთადერთი ადგილი ციხეშია და სწორედ ამ პრინციპით მოქმედებს - გადაავსოს, გადატენოს ციხე, ხოლო თავისუფლებაზე მყოფი ადამიანები გააქციოს ქვეყნიოდან. ეს არის ის, რა მდგომარეობაშიც ხალხია. ამიტომ გვჭირდება ყველას ერთად მოქმედება, ბრძოლა, რომ ეს მარაზმი, რომელიც დღემდე გრძელდება ამ ქვეყანაში, რაც შეიძლება მალე დამთავრდეს"- აცხადებს "შაბათის ეთერისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში ნადირაძე. 

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის მაისის მონაცემებით, საქართველოს ციხეებში სასჯელს 12 ათას 135 ადამიანი იხდის.

განსაკუთრებით რთული ვითარებაა ქსნის ციხეში, სადაც დასაშვებზე 57%-ით მეტი პატიმარია შესახლებული. გლდანში  ეს მაჩვენებელი 32%-ს შეადგენს, ხოლო ქუთაისის მეორე ციხეში საკნებში განთავსებულთა რაოდენობა ლიმიტს 30%-ით აჭარბებს.

მსგავსი სიახლეები