შალვა პაპუაშვილი ვიზიტით სერბეთში გაემგზავრა

07.07.26 09:56
შალვა პაპუაშვილი ვიზიტით სერბეთში გაემგზავრა

შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაემგზავრა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, "ოცნების" ლიდერი მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ (სადამფუძნებლო) კონფერენციაში, რომელიც სერბეთისა და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეების ინიციატივით იმართება.

„კონფერენციის მიზანია პარლამენტის თავმჯდომარეთა რეგულარული და ქმედითი ფორმატის ჩამოყალიბება, რომელიც კანდიდატ ქვეყნებს შორის საპარლამენტო დიალოგის გაღრმავებას, ინფორმაციის გაცვლას, პოზიციების კოორდინაციასა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ურთიერთმხარდაჭერას ითვალისწინებს.

კონფერენციის ფარგლებში, შალვა პაპუაშვილი მონაწილეებს სიტყვით მიმართავს და სამუშაო სესიებში მიიღებს მონაწილეობას.

კონფერენციის დასასრულს, მონაწილეები ერთობლივ განცხადებას მიიღებენ”, -აღნიშნულია ინფორმაციაში.