სირიაში იმ სასტუმროსთან ახლოს, სადაც მაკრონი უნდა მისულიყო, აფეთქება მოხდა

07.07.26 14:02
სირიაში იმ სასტუმროსთან ახლოს, სადაც მაკრონი უნდა მისულიყო, აფეთქება მოხდა

დამასკოში, იმ სასტუმროსთან ახლოს, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უნდა მისულიყო, 2 ბომბი აფეთქდა - ინფორმაციას სირიის სახელმწიფო მედია ავრცელებს. 

აფეთქების შემდეგ, 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 4 პოლიციელია. 

საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, მაკრონს აფეთქების ხმაც არ გაუგია და ამ ფაქტს მის შეხვედრებზე გავლენა არ მოუხდენია.

გამოცემა Reuters-ის ცნობით, აფეთქება ხალხმრავალ ადგილას, სასტუმრო Four Seasons-ის მოპირდაპირე მხარეს მოხდა, სადაც მაკრონი სირიის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს უნდა შეხვედროდა.

მსგავსი სიახლეები