ბესელია: ივანიშვილს სუსში სჭირდება ტექნიკური შემსრულებელი, სანდო, მორჩილი ადამიანი
ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველის, გიორგი ბახუაშვილის სუს-ის უფროსის მოადგილედ დანიშვნას "მართლმსაჯულების სახლის" ხელმძღვანელი ეკა ბესელია ივანიშვილის მიერ უსაფრთხოების სამსახურზე პირადი კონტროლის გაძლიერების მცდელობად აფასებს. მისი თქმით, სუს-ი ხელისუფლებისთვის შიდა ინფორმაციისა და მოსმენების ერთ-ერთი მთავარი წყაროა, რის გამოც ივანიშვილი უწყებაში მისთვის პირადად სანდო, მორჩილი და ტექნიკურად შემსრულებელი ადამიანების გაძლიერებას ცდილობს.
რატომ უსაფრთხოების სამსახური? იოლი გამოსაცნობია, იმიტომ, რომ ეს არის ძირითადად ინფორმაციის მიღების ყველაზე საჭირო წყარო მისთვის. ეს არის, არა მხოლოდ, მაგრამ მოსმენების სამსახურის მნიშვნელოვანი წყარო, ეს არის ყველა შიდა ინფორმაციის თუ კორუფციული სქემების და ა.შ. ყველა ასეთი მნისვნელოვანი ინფორმაციის, პირველ რიგში, მიმღები. ძალიან კარგად იცის ივანიშვილმა, რომ კობახიძე არის შემსრულებელი ყველაფრის, რასაც დაავალებს, მაგრამ ის, რომ მას ჰქონდეს განუსაზღვრელი ნდობის მანდატი - არა. ივანიშვილი მას არ მისცემს ასეთ განუსაზღვრელ ვადას და მითუფრო ბოლო მოვლენები, მდინარაძის გათავისუფლება სუსიდან, რომელიც არ იყო მშვიდი პროცესი, როგორც არ უნდა დაფარონეს და გაალამაზონ, ეს იყო ძალიან მწვავე კონფლიქტის და გაბრაზების ფონზე მიღებული გადაწყვეტილება ივანიშვილის მხრიდან. ახლა მას სჭირდება სუსში ადამიანები, ვისაც უფრო მეტად ენდობა და ეს გადაწყვეტილებაც ასე იკითხება. კობახიძეს არ ექნება დიდი ხანი ის მანდატი ნდობის, რაც ჰქონდა აქამდე გადაცემული და უკვე ხდება მის ირგვლივ იმ ადამიანების ნელ-ნელა დისტანცირება, ვინც, თავის დროზე, თავად მან შეარჩია. მას არ სჭირდება პოლიტიკოსი ასეტ სამსახურში, მას სჭირდება ტექნიკურად შემსრულებელი, სანდო, მორჩილი ადამიანი, - ამბობს ეკა ბესელია.
გიორგი ბახუაშვილი შს მინისტრის მოადგილეობიდან გაათავისუფლეს და სუს-ის უფროსის მოადგილედ დანიშნეს - ამის შესახებ ბრძანება ირაკლი კობახიძემ გამოსცა.
ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა პირადმა მცველმა ახალი თანამდებობა 6 ივლისიდან, ბრძანების გამოცემის დღიდან დაიკავა.
- ბახუაშვილი იქამდე შს მინისტრის მოადგილე იყო. ის ამ პოსტზე 10 ივნისს დაინიშნა და არასრული ერთი თვე იმუშავა.
- სულხან თამაზაშვილის მოადგილედ დანიშვნამდე, ბახუაშვილი 2026 წლის 23 მაისიდან შსს-ს გენ.ინსპექციის დირექტორის პოზიციას იკავებდა.