გახარია: სანამ „ოცნება“ საერთაშორისო ტრიბუნას ტყუილებისთვის იყენებს, ჩვენ ვაკეთებთ იმას, რის კეთებაზეც ხელისუფლება უარს ამბობს

07.07.26 18:11
გახარია: სანამ „ოცნება“ საერთაშორისო ტრიბუნას ტყუილებისთვის იყენებს, ჩვენ ვაკეთებთ იმას, რის კეთებაზეც ხელისუფლება უარს ამბობს

გიორგი გახარია ამბობს, რომ ჰააგაში, ეუთოს ხელმძღვანელობასთან მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავს - როგორ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი სოციალურ ქსელში წერს, ჰააგაში მისი და მისი გუნდის მთავარი ამოცანაა პარტნიორების მობილიზება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ დაჩქარებული ანექსიის პროცესების წინააღმდეგ, განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონში ბოლო სამი თვის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

"სანამ „ქართული ოცნება“ საერთაშორისო ტრიბუნას ტყუილებისთვის იყენებს, ჩვენ ვაკეთებთ იმას, რის კეთებაზეც ხელისუფლება უარს ამბობს - ვიცავთ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს" - წერს იქსე გიორგი გახარია. 

ჰააგაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის ფარგლებში, მნიშვნელოვან შეხვედრებს ვმართავ ეუთოს ხელმძღვანელობასთან, საერთაშორისო პარტნიორებთან და იმ დელეგაციებთან, რომლებიც ათწლეულებია საქართველოს გვერდით დგანან.

სანამ „ქართული ოცნება“ საერთაშორისო ტრიბუნას ტყუილებისთვის და რეალობის დამალვისთვის იყენებს, ჩვენ ვაკეთებთ იმას, რის კეთებაზეც ხელისუფლება უარს ამბობს - ვიცავთ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ გაცემული ცარიელი დაპირებებისა და ოკუპანტებისთვის სამარცხვინო ბოდიშის მოხდის შემდეგ, „ქართული ოცნება“ ცდილობს საზოგადოებას შეაგუოს როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივ დაკარგვას, ისე ქვეყნის ევროპული მომავლის განადგურებას. ეს აღარ არის მხოლოდ უმოქმედობა - ეს არის კოლაბორაციონიზმი.

სწორედ ამიტომ, ხელისუფლების უმოქმედობის პირობებში, ჰააგაში ჩვენი მთავარი ამოცანაა პარტნიორების მობილიზება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ დაჩქარებული ანექსიის პროცესების წინააღმდეგ, განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონში ბოლო სამი თვის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

ჩემს გუნდთან ერთად, ყველგან, სადაც საქართველოს ხმა უნდა ისმოდეს, გავაგრძელებ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად", - წერს გიორგი გახარია. 

მსგავსი სიახლეები