ახალი სახელები ოპოზიციის დევნის საქმეში - გეგმავს თუ არა პროკურატურა ბრალდებულთა სიის გაზრდას?
გახარიასა და ხაბეიშვილის შემდეგ, „პირველებმა“ გაარკვია, რომ დახურულ სასამართლო პროცესზე პროკურატურის მოწმეები ყველაზე ხშირად გიორგი ქადაგიძის სახელსა და გვარს ახსენებენ. მათი ჩვენებების მიხედვით, აქციის მონაწილეები ქადაგიძის ჟესტებითა და მიმიკებით ხვდებოდნენ, რომ ის მათ ძალადობისკენ მოუწოდებდა.
რა მიზანს ემსახურება ამ ეტაპზე ეს ჩვენებები, უცნობია. ე.წ. ოპოზიციის დევნის საქმეზე ბრალდებულის სტატუსი ამ დროისთვის რვა პოლიტიკურ ლიდერს აქვს.
დახურული სასამართლო პროცესიდან გამოჟონილი ინფორმაციის შემდეგ, „პირველები“ დაინტერესდა, იგეგმება თუ არა იმავე საქმეზე ბრალდებულთა წრის გაფართოება და შესაძლოა თუ არა საქმეში სხვა აქტიური მონაწილეებიც მოხვდნენ.
ვიდრე პროკურატურა გადაწყვეტს, დაისჯებიან თუ არა აქციების სხვა აქტიური მონაწილეები საკუთარი პოზიციის გამოხატვის გამო, საბრალდებო სკამზე მყოფი რვა პოლიტიკური ლიდერი სასამართლოს განაჩენს ელოდება. სხდომები დაჩქარებული წესით მიმდინარეობს და თითოეულ პროცესზე, სულ მცირე, ხუთი მოწმე იკითხება.
კახაბერ ქაცანაშვილმა მოწმის სტატუსით სასამართლოს ჩვენება ზურაბ ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძისა და ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ მისცა. სხდომის დასრულების შემდეგ მან მხოლოდ ის თქვა, რომ სასამართლოში ყველაფერი, რაც საჭირო იყო, უკვე განაცხადა.
ვრცლდ ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
როგორ ჩამოშალა წვიმამ ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახის 84 სართულიანი მშენებლობა - ახალი სკანდალი თავდაცვის ექს-მინისტრის გარშემო
კადრებში, რომელიც მოქალაქეებმა ვაჟა-ფშაველას გამზირზე გადაიღეს, ჩანს, როგორ წყდება მიწის დიდი მასა და მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსსსაძირკველი ეცლება.