შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს რეზოლუციას "ერთი ადამიანის აკვიატებას" უწოდებს და ჯო უილსონს აკრიტიკებს

07.07.26 19:14
შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს რეზოლუციას "ერთი ადამიანის აკვიატებას" უწოდებს და ჯო უილსონს აკრიტიკებს

შალვა პაპუაშვილი ეუთოს რეზოლუციას "ერთი ადამიანის აკვიატებას" უწოდებს - პარლამენტის თავმჯდომარე ირწმუნება რომ ამერიკელი კონგრესმენს, ჯო უილსონს, რომლის ინიცირებულიც არის ეუთო-ს რეზოლუცია, ამერიკაშიც კი სერიოზულად არ აღიქვამენ. 

რას ვიზამთ, თავს ზემოთ ძალა არ არის, მთავარია ჩვენ ამ ადამიანის ქცევაზე ნერვი არ ავიშალოთ - ამბობს შალვა პაპუაშვილი.

ჩვენმა დელეგაციამ ადეკვატური პასუხი გასცა ამ ყველაფერს. ეს არის ერთი ადამიანის აკვიატება, რომელიც გადაეკიდა ამ ჩვენს ქვეყანას თავისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე და ამ აკვიატებიდან ვერ გამოდის. იყო მისი ცნობილი სამსართულიანი მიმართვა საქართველოს შესახებ, როგორც პრორუსულის, პროჩინურის, პროირანულიის, პოლიტიკური განცხადებების ასეთი პროფანაციის შემდეგ, რაც მისი პირიდან გვესმის ხოლმე, სერიოზულად არ უნდა [მოვეკიდოთ]. ამას გვირჩევენ მათ შორის ჩვენი ამერიკელი კოლეგები, რომ არ მივაქციოთ ყურადღება ჯო უილსონს. როგორც აკვიატების მქონე ადამიანს ექცევიან, არ უნდა მივაქციოთ ყურადღება და გავატაროთ. მით უმეტეს, ახლა გამოვიდა ინფორმაცია მასა და ამერიკის დელეგაციის ხელმძღვანელს შორის დაპირისპირების შესახებ და აქაც კარგად გამოჩნდა, რომ მარტო ჩვენს მიმართ კი არ აქვს აკვიატება, მოაბეზრა თავი თავის დელეგაციის ხელმძღვანელსაც კი თავისი აკვიატებებით. ამერიკაში აღარ დაგინახო ჩამოსულიო, ასე უთხრა. ქართულ საზოგადოებასაც მოაბეზრა თავი თავისი აკვიატებული დამოკიდებულებით. რას ვიზამთ, თავს ზემოთ ძალა არ არის, მთავარია ჩვენ ამ ადამიანის ქცევაზე ნერვი არ ავიშალოთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა. დოკუმენტის მთავარი სპონსორი ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია. 

რა წერია რეზოლუციაში ნახეთ აქ: 

მსგავსი სიახლეები