ვიქტორ ყიფიანი ამბობს, რომ "ოცნების" პოლიტიკა "პრიმიტივიზმამდე" დავიდა

07.07.26 21:35
ვიქტორ ყიფიანი ამბობს, რომ "ოცნების" პოლიტიკა "პრიმიტივიზმამდე" დავიდა

პარტია "ჯერ საქართველოს" დამფუძნებელი, ვიქტორ ყიფიანი ფიქრობს, რომ ივანიშვილის პარტიის მმართველობის რყევა ჭკუით  და სტერეოტიპული მიდგომებით არის შესაზლებელი.

ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" ყიფიანმა თქვა, რომ ოპოზიციურ ველზე საჭიროა ახალი სამოქმედო ფორმულა და არა ის, რასაც ოპოზიცია წლების განმავლობაში იმეორებდა. 

პოლიტიკოსის შეფასებით, პოლიტიკა, რომელსაც "ოცნება" აკეთებს, უკვე ყველა პოლიტიკურ და სამართლებრივ ნორმას გასცდა. 

მან დღეს ივანიშვილის გუნდის პოლიტიკას "პრივიტივიზმიც" კი უწოდა. 

ჭკუით ვარყევთ, რომელიც გამოიხატება ალბათ გარკვეულ სტერეოტიპულ მიდგომებში და არა იმაში, რასაც ქართული ოპოზიცია იმეორებდა წლების განმავლობაში. ეს რევიზიას ექვემდებარება, შესაბამისად, ალბათ რევიზია გამოხატება სამოქმედო ფორმულაში. ჩვენი ამოცანაა რომ რამენაირად გავანელოთ შიში ცვლილებებისა. 

ვაცნობიერებთ, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს თავმოყვარეობაზე ურტყამს ის გარემოება, რაც საქართველოშია შექმნილი. ამიტომ ჩვენ ამით უნდა ვისარგებლობთ, ეს მომენტი უნდა გამოვიყენოთ. ასევე ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის გეოპოლიტიკური ვითარება, რაც ქვეყნის ირგვლივ პერიმეტრზე იქმნება, ამიტომ, ჩემი აზრით, ამ შიდა და გარე მდგენელის თანხვედრა ჩვენ საშუალებას მოგვცემს გამოვიდეთ მდგომარეობიდან, გამოვიდეთ რყევების გარეშე და გადავშალოთ საქართველოს ეს მეტად მძიმე ფურცელი.

თამაშის ნორმები გასცდა პოლიტიკას, გასცა სამართლის ნორმებს, ამას კარგად ვაცნობიერებთ, მაგრამ ასევე კარგად 

ხელოვნებაში არსი ასეთი დარგი დამკვიდრებული  - პრიმიტივიზმი  და ამას თავისი მიმდევრები ჰყავთ. როდესაც შენ ვერაფრით ვერ დაიტრაბახებ, დადიხარ ძალიან პრიმიტიულ ხერხამდე შენი ძალაუფლების გამოვაჭრების . 

ნორმალური რესურსი მილევადია, რჩება ასეთი პრიმიტიული პოლიტიკის გამოვლინების ფომები ქართული ბოლოდან და ალბათ, ეს ჩემი დაშვებაა, მადლობა ღმერთს მე იმ სამზარეულოში არ ვტრიალებ, ალბათ მიდგომა ასეა - შავსა და თეთრს შორის  - ასე ყოფენ პოლიტიკას". - განაცხადა ყიფიანმა. 

"ჯერ საქართველოს" დამფუძნებელმა ისაუბა ანაკლისი პორტის პროექტზეც და თქვა, რომ ეს არ არის მხოლოდ გადაზიდვა, ეს არის გააცილებით უფრო დიდი ფსონი, რომლის არასწორი გათამაშების შემთხვევაშიც, ამ ქვეყნის გეოპოლიტიკური ბედი შეძლება განწირული იყოს. 

ზოგადგად ანაკლიის თემა განეკუთვნება იმ კატეგორიას, როდესაც ინფომაციის მიწოდება უნდა ხდებიოდეს ყოველკვირეულას. ეს არ არის მხოლოდ გადაზიდვა, ეს არის გააცილებით უფრო დიდი ფსონი, რომლის არასწორი გათამაშების შემთხვევაში, შეიძლება, ამ ქვეყნის გეოპოლიტიკური ბედი იყოს განწირული", - განაცხადა ყიფიანმა. 

 

მსგავსი სიახლეები