გრიგოლ გეგელიას თქმით, ივანიშვილი 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საქმით "ვაჭრობს"

07.07.26 22:56
გრიგოლ გეგელიას თქმით, ივანიშვილი 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საქმით "ვაჭრობს"

 

 

"ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი ახლა 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საქმით "ვაჭრობს" და სსორედ ამიტომ მიმდინარეობს სასამართლო პროცესები ფორსირებულ რეჟიმში. 

გეგელია ამბობს, რომ პოლიტიკოსების დევნის საქმეზე პროცესების გახშირება დროში ემთხვევა საქართველოში აშშ-ს დელეგაციის ვიზიტს და შემდეგ კობახიძის მიერ მარკო რუბიოს კრიტიკას. 

როგორც ჩანს, ამას მოჰყვა ზარი ბიძინასგან, რომ გაააქტიურეთ ეს საქმე და რაც შეიძლება მალე ჩასვით ყველა მათგანი ციხეში - აცხადებს გეგელია. 

მე ვფიქრობ ჩიხში შესული რეჟიმის განაცხადია, რომ არ აპირებს უკან დახევას, და აპირებს შექმნას იმის ფასადი, რომ ყველაფერი არის კარგად, რომ ის არის საჭესთან, სინამდვიელში ის არ არის საჭესთან. მას სურდა ურთიერთობის ნორმალიზება შტატებთან, ევროპულ კავშირთან, ოღონდ სურდათ ლეგიტიმაციის მიღება საკუთარი ტყავისთვის ისე, რომ არაფერი არ გაეკეთებინათ. ორივე ფრონტზე მათ განიცადეს მათ კრახი. 

შემთხვევით არ მგონია, რომ ე.წ. საბოტაჟის საქმის ესკალაცია და პროცესების გახშირება და ჩანიშვნა ემტხვეა ზუსტად იმ დრეებს, როდესაც შტატებთან საბოლოო კრახი განიცადეს. როცა აქ იყო აშშ-ს  დელეგაცია და მეორე თუ მესამე დღეს კობახიძე დაესხა თავს რუბიოს და ამ დელეგაციას. როგორც ჩანს, ამას მოჰყვა ზარი ბიძინასგან, რომ გაააქტიურეთ ეს საქმე და რაც შეიძლება მალე ჩასვით ყველა მათგანი ციხეში. ეს სავაჭროდ ენდომება თუ უბრალოდ ქართული დემოკრატიის დასამარხად, ამას ვნახავთ ყველანი. 

ჩემი გადმოსახედიდან, ის ფიქრობს, რომ არ აღიქვამენ სერიოზულ ფიგურად. ერთგვარ კომპლექსს ვხედავ მისი ქმედებების მიღმა. ის უყურებს საქმეს ასე, რომ ამერიკამ ის ვერ დააფასა, არ ევაჭრებიან კარგად , ანუ ის ვერ ხდება, რომ ვაჭრობაში ტრამპს ვერ მოუგებს. თუ შტატებთან ურთიერთობის ნორმალიზება სურდა, ნაცვლლად იმისა, რომ ადეკვატური ნაბიჯები გადაედგა, უარეს ჩიხში შესვლა გადაწყვიტა და ამ ჩიხშიც კიდევ უფრო ღრმად მიდის, სადაც საკუთარ თავს იმარხებს". - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ. 

მსგავსი სიახლეები