დიმიტრი ცქიტიშვილი: რეჟიმი ჩიხში შედის - ხალხი ვერ შეაშინა, ვერ გატეხა და ვერც ვერავის ევაჭრა
რეჟიმი ჩიხში შედის - ხალხი ვერ შეაშინა, ვერ გატეხა და ვერც ვერავის ევაჭრა - ამის შესახებ დიმიტრი ცქიტიშვილმა ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" საუბრისას განაცხადა.
პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ივანიშვილი ახლა ისევ ვაჭრობს დასავლეთთან, წინაღმდეგ შემთხვვევაში კი სავარაუდოდ, კვლავ რეპრესიებით და დაჭერებით იმუქრება.
მათ სჭირდებათ რაღაცნაირად გატეხონ ქართული საზოგადოება და გატეხონ საერთაშორისო საზოგადოება - არც ერთი ტყდება და არც მეორე - ამბობს ცქიტიშვილი.
ავტოკრატიის რაციონალშიც კი არ ჯდება ამდენი პოლიტპატიმარი, მაშინ როცა არსებული პოლიტპატიმრებითაც იმ მიზანს ვერ აღწევს. ამ დროს ჩიხში შედის თითონ რეჟიმი, როგორც რეჟიმი, იმიტომ, რომ ეს ხალხი ვერ შეაშინა, ვერ გატეხა და საბოლოო ჯამში ვერც ვერავის ვერ ევაჭრა, იმიტომ, რომ ამის საშუალება არავინ არ მისცა. მე ვფიქრობ ის კიდევ აგრძელებს ესკალაციის სტრატეგიას, რომ კიდევ ვიღაცებ უთხრას, რომ სადღაც გაჩერდით, სადღაც დათმეთ, მიმიღეთ მე გარედან, თორემ გავაგრძელებ მე რეპრესიებს თუ დაჭერებს. არვიცი ეს საბოლოოდ მივა დაჭერამდე მართლა, თუ შესაშინებლად აჩქარებული მუქარაა, ძალიან რთულია ამის წინასწარ თქმა. ფაქტია, რომ მათ სჭირდებათ რაღაცნაირად გატეხონ ქართული საზოგადოება და გატეხონ საერთაშორისო საზოგადოება - არც ერთი ტყდება და არც მეორე. მე ვფიქრობ, რომ ჩიხში არიან, თან დრო უკვე მათ სასარგებლოდ აღარ მუშაობს. საერთაშორისო კონტექსტი ისე იცვლება, რომ მათს ასარგებლოდ აღარაფერი აღარ ლაგდება", - აცახდებს ცქიტიშვილი.
მსგავსი სიახლეები
ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული ე.წ შეთანხმება დაგმო
"შევახსენებ საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის, რუსეთის ფედერაციას, რომ ნებისმიერი ე.წ. შეთანხმება, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების თვითაღიარებული ხელისუფლება გააფორმებს, ბათილია"