ქოცები არიან ლუზერები - გრიგოლ გეგელია
ქოცები არიან ლუზერები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია საუბრობს. პოლიტიკოსის თქმით, ხელისუფლებას ქვეყნის შიგნით ძალაუფლების ბერკეტები აქვს მიტაცებული, საერთაშორისო ასპარეზზე კი, სადაც თავისუფალი კონკურენცია და ობიექტური შეფასებაა, „ქართული ოცნების" რეალური სახე ცხადად ჩანს.
ამასთან, გეგელიას თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველო გაფართოების დღის წესრიგის ნაწილს აღარ წარმოადგენს, სწორედ " ქართული ოცნების' პოლიტიკის შედეგია.
ქოცები არიან ლუზერები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. უბრალოდ, ქვეყნის შიგნით მათ აქვთ მიტაცებული ძალაუფლების ბერკეტები და ქვეყნის გარეთ, სადაც არის თავისუფალი კონკურენცია, სადაც ყველაფერი ობიექტურად აღიქმება იმად, რაც არის, ისინი წარმოჩინდებიან იმ ლუზერ იდიოტებად, რაც არიან ქვეყნის შიგნით.
საქართველო აღარ არის ამ გაფართოების დღის წესრიგის ნაწილი და ეს არის ქოცური პოლიტიკის პირდაპირი შედეგი და ეს არის რეალურად გამოხატულება იმისა, რომ ქოცებს პლატფორმაც კი აღარ გააჩნიათ, რომც სურდეთ, რაიმე ნორმალურის და ეროვნულის სათქმელად, - ამბობს გეგელია.
რამდენიმე საათში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ჰააგის დეკლარაციას დაამტკიცებს. დოკუმენტში, სავარაუდოდ, საქართველოსთან დაკავშირებული კრიტიკული რეზოლუციებიც შევა.
რეზოლუციის პროექტი საქართველოს ხელისუფლებას არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების გამოძიების, დაკავებულების გათავისუფლებისა და რეპრესიულად შეფასებული კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს.
„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ დოკუმენტში გაჟღერებულ არცერთ მოწოდებას არ გაითვალისწინებს.