წვიმა და სტიქია მხოლოდ ჩვენთან არ ხდება – კახა კალაძე
წვიმა და სტიქია მხოლოდ ჩვენთან არ ხდება - ასე გამოეხმაურა კახა კალაძე გამოეხმაურა უხვი ნალექის მოსვლის შედეგად დედაქალაქში შექმნილ პრობლემებს.
ამის შესახებ მედაქალაქის მერმა დღეს, 8 ივლისს, თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"სამწუხაროდ, წვიმა და სტიქია მარტო ჩვენთან არ ხდება. ინტენსიური ნალექის დროს შეგიძლიათ ნახოთ ნებისმიერი ქვეყანა, ჩვენზე უფრო ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნებიც, ევროპული ქვეყნებიც, თუ ვერ იძიებთ ამას, მე შემიძლია, უამრავი მაგალითი მოგიყვანოთ და გაჩვენოთ კონკრეტული ვიდეოები, რა ხდება ქალაქებში, დედაქალაქებში, როდესაც ამ მასშტაბის უხვი ნალექი მოდის ხოლმე. რა თქმა უნდა, არის გამოწვევები და ჩვენ ზუსტად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ ღირსეულად"“, – განაცხად კახა კალაძემ.
კახა კალაძის განცხადებით, მოკლე დროში მოსული ინტენსიური ნალექის დროს თბილისის ზოგიერთი ქუჩა იტბორება, რადგან წვიმისა და ქარის შედეგად ჩამოყრილი ტოტები და ფოთლები ეფარება ცხაურებს, ასევე, საყოფაცხოვრებო ნარჩენი, რომელიც სანიაღვრე ქსელებში ხვდება, ხელს უშლის წყლის გადინებას.