თინა ბოკუჩავასთვის თავმჯდომარეობა არასდროს არ ყოფილა ერთადერთი ბრძოლის ფორმა - ირაკლი ფავლენიშვილი
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, "რეფორმათა საბჭო", რომლის შექმნის ინიციატივით მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა, არ იქნება პარტიული ორგანო.
ფავლენიშვილი განმარტავს, რომ პარტია და რეფორმათა საბჭო ერთამენთისგან დამოუკიდებლად იფუნქციონირებენ.
ეს საბჭო იზრუნებს იმაზე, რომ გარდამავალ პერიოდში იქნას გენერირებული რეფორმები - ამბობს ფავლენიშვილი.
რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარეობას, ენმ-ს წევრის თქმით, თვის ბოლოს ყრილობაზე მხოლოდ დროებითი მმართველობითი ორგანო დაკომპლექტდება, თავმჯდომარის კანდიდატებზე კი ჯერ საუბარი არ არის.
დღეს ჟურნალისტებმა ირაკლი ფავლენიშვილს ჰკითხეს, რა როლი ექნება ამ პროცესებში თინა ბოკუჩავას - ენმ-ს წევრის თქმით, ბოკუჩავა "ნაციონალურ მოძრაობაში" რჩება.
თინა ბოკუჩავასთავის თავმჯდომარეობა არასდროს არ ყოფილა ერთადერთი ბრძოლის ფორმა - განაცხადა ფალვენიშვილმა.
როცა ვსაუბრობთ ჩვენ რეფორმათა საბჭო, აქ შეიძლება, რა თქმა უნდა, იყვნენ პარტიის წევრები უშუალოდ, რეფორმატორთა საბჭოს წევრებს ვგულისხმობ, მათ შორის, თუმცა შეიძლება იყვნენ, აბსოლუტურად არაპარტიული ადამიანები. ამიტომაც ეს არ არის უშუალოდ პარტიული ორგანო. რაც შეეხება რეფორმების საბჭოს მიზანს, მისი მიზანი გახლავთ ის, რომ "ნაციონალურ მიძრაობაში" რეფორმები ჩატარდეს ფუნდამენტურად, ძირეულად და მათ შორის, ის მიზნები, რაც ჩვენ გვქონდა დასახული ამ დღეების და კვირეების მანძილზე, დისკუსია როცა მიმდინარეობდა ამ საკითხზე, ყველა შესრულდეს. ამ შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი გახლავთ ამ საბჭოს სიმბოლური ხელმძღვანელი, ნანუკა ჟორჟოლიანი იქნება აღმასრულებელი მდივანი. ზოგადად, ამ რეფორმატორთა საბჭოში იქნებიან ახალგაზრდები, ძველი თაობის წარმომადგენლები, სხვადასხვა ადამიანები - პარტიული თუ არაპარტიული.
ეს საბჭო იზრუნებს იმაზე, რომ გარდამავალ პერიოდში იქნას გენერირებული რეფორმები. ყრილობაზე დროებითი მმართველობითი ორგანო დაკომპლექტდება და ჯერ თავმჯდომარის კანდიდატებზე საუბარი არ არის.
თინა ბოკუჩავა, როგორც თავად განაცხადა და ყველა ჩვენგანის დიდი სურვილიც გახლავთ, რჩება "ნაციონალურ მოძრაობაში" და აგრძელებს ბრძოლას ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის. მისთვის არასდროს არ ყოფილა ერთადერთი ბრძოლის ფორმა თავმჯდომარეობა. იცით, რომ თინა ამდენი წელია არის ამ ბრძოლაში", - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.
პარტიის დამფუძნებელი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი გამოდის ინიციატივით, რომ ენმ-ში რეფორმატორთა საბჭო შეიქმნას, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს, ნანუკა ჟირჟოლიანი კი საბჭოს აღმასრულებელი მდივნის მოვალეობას შეასრულებს.
"ქვეყანაში არის დიქტატურა და ტრადიციული სტრუქტურით პარტიების ბრძოლა ვერ იქნება ეფექტური" - წერს სააკაშვილი მიმართვაში, რომელიც მის ოფიციალურ Facebook-ის გვერდზე გავრცელდა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის გეგმით, რეფორმატორთა საბჭო ფუნდამენტური გარდაქმნის გეგმას შემოდგომაზე გამოაცხადებს, მანამდე კი ივლისის ბოლოს, ჩაინიშნება ყრილობა, რომელიც სააკაშვილის თქმით, აირჩევს დროებითი მართვის ორგანოს.