ირაკლი კუპრაძე: სოფელ კვირიკეში უნიკალური ლანდშაფტი ნადგურდება
გონიოს შემდეგ "ლელო ძლიერი საქართველოს" ლიდერები ქობულეთში ჩავიდნენ - ირაკლი კუპრაძე თანაგუნდელებთან ერთად სოფელ კვირიკეში იმყოფებოდა, სადაც მისი თქმით, უნიკალური ლანდშაფტი ნადგურდება.
კუპრაძის განცხადებით, 23 ჰექტარი ტერიტორია მთავრობამ ყოველგვარი ლიცენზიის, ნებართვის, აუქციონის თუ ტენდერის გარეშე გადასცა ამბასოდრის მშენებელ და მფლობელ კომპანიას, რომელიც ბათუმში "ხელოვნურ კუნძულს" აშენებს.
ირკვევა, რომ ბათუმის ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის ინერტულ მასალას კომპანია ამბასადორი სწორედ ამ ტერიტორიიდან იღებს, რაც კუპრაძის თქმით, სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონს.
ხელისუფლება „ხელოვნური კუნძულის“ პროექტისთვის ქობულეთის მთებს ანადგურებს - ამბობს ლელოს გენერალური მდივანი.
სოფელ კვირიკეში უნიკალური ლანდშაფტი ნადგურდება. ეს არის 23 ჰექტარი ტერიტორია, რომელიც ყოველგვარი ლიცენზიის, ნებართვის, აუქციონის თუ ტენდერის გარეშე ირაკლი კობახიძემ გადასცა ამბასოდრის მშენებელ და მფლობელ კომპანიას. ქებურიას - ე.წ. ბიზნესმენს, რომელიც ბათუმში კუნძულს აშენებს. "ოცნება" ყველაფერს აკეთებს მათი შემომწირველებისთვის, მათ შორის უნიკალური ბუნების და მემკვიდრეობის განადგურების ხარჯზე, რომ მათი ჯიბის ფეოდალების ხუშტურები დააკმაყოფილოს", - აცხადებს ირაკლი კუპრაძე,