27 წლის შემდეგ, ენმ ფუნდამენტური ცვლილებებისთვის ემზადება - რა გეგმა აქვს სააკაშვილს და სად იქნება თინა ბოკუჩავა
"ნაციონალური მოძრაობის" მართვის სრულიად ახალი მოდელი - 27 წლის შემდეგ პარტია ფუნდამენტური ცვლილებებისთვის ემზადება. შეიქმნება რეფორმატორთა საბჭო, რომელსაც მიხეილ სააკააშვილი უხელმძღვანელებს, აღმასრულებელი მდივანი კი ნანუკა ჟორჟოლიანი იქნება. სააკაშვილი აანონსებს, რომ ეს იქნება საზოგადოებრივი პლატფორმა და გააერთიანებს იმ ხალხსაც, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი არ არის.
"რეფორმების საბჭომ" "ნაცმოძრაობა" ცვლილბებეისთვის უნდა მოამზადოს. ამის შემდეგ აირჩევს პარტია ახალ თავმჯდომარეს და ახალ პოლიტკურ საბჭოს. მანამდე იქნებიან მოვალეობის შემსრულებლები. ახალი სახეების მოზიდვას საკუთარ თავზე ნანუკა ჟორჟოლიანი იღებს. ახალგაზრდები ახალი იდეებით - ეს იქნება მთავრი კრიტერიუმი.
რა ბედი ელის ამ დროს უშუალოდ პარტიას? დღეს, 8 ივლისს, ნაციონალური მოძრაობის ყველა თანამდებობის პირს ვადა ამოეწურა. მესამე პრეზიდენტის გეგმის მიხედვით, პარტიული ყრილობა ივლისის ბოლოს იქნება, რომელიც დროებით ორგანოს აირჩევს. პარტიული თანამდებობა უცვლელად, მხოლოდ ლევან ხაბეიშვილს შეუნარჩუნდება.
სად ხედავს სააკაშვილი მოქმედი თავმჯდოამრის თინა ბოკუჩავას ადგილს, ვრცელ განცხადებაში ამის შესახებ არაფერი წერია. უკვე ყოფილი თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობრივი ვადა დღეს ამოეწურა, მხოლოდ იმას ამბობს, რომ პარტიიდან არსად წასვლას არ აპირებს. ბოკუჩავამ ტვ პირველს კომენტარზე უარი უთხრა, თუმცა, პარტიის სხვა წევრები ამბობენ, რომ რა სახელიც უნდა ერქვას ამა თუ იმ გაერთიენებას, სადაც სააკაშვილია, იქ არის ნაციონალური მოძრაობაც.