შსს-ში საკადრო ცვლილებებია - ვინ სად დაინიშნა

08.07.26 19:58
შსს-ში საკადრო ცვლილებებია - ვინ სად დაინიშნა

შსს-ში საკადრო ცვლილებებია - შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი არჩილ მახარაძე დაინიშნა.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს-სთან დაკავშირებული Facebook-გვერდი "ყველაფერი პოლიციის შესახებ" ავრცელებს.

არჩილ მახარაძე მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო, თუმცა შსს-სთან დაკავშირებული Facebook-გვერდის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მის ადგილას გიორგი სამარღანიშვილი დაინიშნა. 

სამარღანიშვილი ამ დრომდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.

აღნშნულ პოსტზე სამარღანიშვილი საბა სადღობელაშვილმა ჩაანაცვლა - ის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოში  სამარღანიშვილის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 

საბა სადღობელაშვილთან დაკავშირებულ ინფორმაციასაც "ყველაფერი პოლიციის შესახებ" ავრცელებს. 

მსგავსი სიახლეები