ლელოს რეგიონული ტურნე გრძელდება - "ძლიერი საქართველო" აჭარაში

08.07.26 21:21
ლელოს რეგიონული ტურნე გრძელდება - "ძლიერი საქართველო" აჭარაში

უკვე მესამე წელია მოსახლეობა გონიოში საბავშვო ბაღს ითხოვს. ამ შენობაში სკოლამდელი განათლების მისაღებად ბავშვები სამი სოფლიდან დადიოდნენ. ახლა კი მშობლებს, მაღალმთიანი სოფლებიდან კილომეტრების გავლა ფეხით უწევთ რათა შვილები ბაღში ატარონ. პროექტის გაჭიანურების გამო გონიოში 300-მდე ბავშვი სკოლამდელი განათლების მიღების შესაძლებლობის გარეშეა დარჩენილი. 

ბაღის გარემონტება სამი წლის წინ დაიწყო, რემონტისთვის  დიდი ფულიც დაიხარჯა. სამი წლის წინ ბაღის შენობაში შეტანილი სამშენებლო  მასალები ამ დრომდე დასაწყობებულია, თუმცა, მოულოდნელად სამხარაულის ექსპერტიზამ დაასკვნა რომ ბაღი რემონტს არ ექვემდებარება. სარემონტო სამუშაოები შეწყდა, თუმცა არც ახალი შენობა აშენდა. არსებობს ეჭვი რომ ადგილობრივ ხელისუფლებას ამ ტერიტორიაზე კომერციული ინტერესები გააჩნია. დღეს აჭარაში ამ პრობლემების წინაშე მარტო დატოვებულ ხალხს, ლელო ძლიერი საქართველოს გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე თანაგუნდელებთან ერთად შეხვდა. 

ლელოს ლიდეები იმყოფებოდნენ ქობულეთშიც იმ ადგილას, სადაც ტრაქტორები მთის მასივიდან ინერტულ მასალას მოიპოვებენ. კუპრაძის განცხადებით, ნადგურდება უნიკალური ბუნება და ადგილობრივებს საფრთხე ექმნებათ, იბზარება და ინგრევა მოსახლეობის სახლები, ოჯახები სოფლებიდან გაადაასახლეს და ახლა ისინი ქირით ცხოვრობენ. სოფელ კვირიკეში "ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენი  ბათუმში ხელოვნური კუნძულის ასასენებლად ინერტულ მასალას მოიპოვებს. 

დღეს პარტიის გენერალური მდივანი აჭარაში ექვსივე მუნიციპალიტეტის  პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელებს  და საკრებულოს წევრებს შეხვდა. ყველა მუნიციპალიტეტში მთავარ პრობლემად  შიდა მიგრაცია სახელდება: უმუშევრობა, სიღარიბე და უპერსპექტივობა, ამ მიზეზებით რეგიონები იცლება. 

დეტალები ნახეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები