ანი წითლიძე განმარტავს, რა როლი ექნება "რეფორმების საბჭოს" "ნაციონალურ მოძრაობაში" გადაწყვეტილების მიღების პროცესში

08.07.26 22:34
ანი წითლიძე განმარტავს, რა როლი ექნება "რეფორმების საბჭოს" "ნაციონალურ მოძრაობაში" გადაწყვეტილების მიღების პროცესში

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანი წითლიძის განმარტებით, "რეფორმების საბჭოს" შემადგენლობაში პარტიის წევრები არ იქნებიან. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებული რეფორმატორთა საბჭო პოლიტიკური პარტიებისთვის იქნება ინოვაციური შესაძლებლობა, აჩვენოს რა არის რეალური შიდა დემოკრატია და რას ნიშნავს სახალხო მოძრაობა. 

ანი წითლიძე აღნიშნავს, რომ როდესაც პარტიაში დისკუსია მიმდინარეობდა, გაჩნდა კითხვა, თუ რეფორმების საბჭოში იქნებიან ადამიანები, რომლებიც არაპარტიულები არიან, მაშინ მათ რატომ უნდა დაუწერონ "ნაციონალურ მოძრაობას" რეფორმები. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი განმარტავს, რომ მიზეზი პარტიასთან მიკუთვნებაა, მისი თქმით, რომ არ შეზღუდულიყო ამით "რეფორმების საბჭოს" დაკომპლეტქება, გადაწყდა, რომ საბჭო ყოფილიყო პარტიის გარეთ "მოთანამშრომლე სტრუქტურა". 

პირველ რიგში, დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია მათ შორის საქართველოს ისტორიისთვის და რატომ? - ეს რეფორმები, რაც დააანონსა "ნაციონალურმა მოძრაობამ" და პირადად მიხეილ სააკაშვილმა, ეს არის ინოვაციური შესაძლებლობა პოლიტიკური პარტიებისთვის, არა მხოლოდ ენმ-სთვის, ანახოს რეალურად რა არის შიდა დემოკრატია, რას ნიშნავს რეალურად სახალხო მოძრაობა, რა არის ის, რაც უნდა გააუმჯობესონ პოლიტიკურმა პარტიებმა და მოძრაობებმა საკუთარ თავში და როგორ უნდა გახდნენ კიდევ უფრო მეტად სახალხო. ამ პრეცედენტს "ნაციონალური მოძრაობა", ცხადია მიხეილ სააკაშილი და შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა" ქმნის და სწორედ ეს არის ყველაზე დიდი პლუსი ამ რეფორმების საბჭოსიც და დაანონსებული რეფორმების. [...]

რეფორმების საბჭო იქნება იმ ადამიანებისგან, ვინც არიან სხვადასხვა სპეციალობის, სხვადასხვა სფეროში, მაგრამ აერთიანებთ ერთი ყველაზე მთავარი, რომ მათი მიზანია ბიძინა ივანიშვილის დამარცხება. 

რეფორმების საბჭოს მთავარი მიზანი იქნება იმ რეფორმების პაკეტის შემუშავება ერთად, რომლითაც შემდეგ შესაძლებლობა უნდა მიეცეს "ნაციონალურ მოძრაობას"...

კი, [ეს ადამიანები არ იქნებიან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, მაგრამ რეფორმები უნდა განახორციელონ "ნაციონალურ მოძრაობაში]. მე წარმოვადგენ ენმ-ს, შესაბამისად მე ყველაზე კომპეტენტური ადამიანი ამ შემთხვევაში აქ არ ვარ, ამ რეფორმების საბჭოსთან მიმართებაში, თუმცა რეფორმების საბჭო და ის მმართველობის ორგანო, რაზეც ასევე თავის სტატუსში მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა, რაც უკვე პარტიის შიგნით იქნება, ამ ორი ორგანოს თანამშრომლობა იქნება უმნიშვნელოვანესი. ასე წარმოუდგენია ეს მიხეილ სააკაშვილს, რომ რეფორმების საბჭოს მუშაობის და შემუშავებული სტრატეგიის შემდეგ "ნაციონალურმა მოძრაობამ", ანუ ყველამ ერთად, უნდა შევძლოთ, რომ ეს რეფორმები განვახორციელოთ. 

ეს კითხვა იყო სხვათა შორის პარტიის წევრებს შორისაც, როდესაც დისკუსია მიმდინარეობდა, რომ თუ რეფორმების საბჭოში იქნებიან ადამიანები, რომლებიც არაპარტიულები არიან, მაშინ იმათ რატომ უნდა დაუწერონ "ნაციონალურ მოძრაობას" რეფორმები, აბსოლუტურად ლოგიკური კითხვაა. [...] 

იმედი მაქვს, რომ ამ რეფორმის და ვადის განმავლობაში, ბევრი ადამიანი, ვინც რეფორმების საბჭოში იქნება გახდება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, მაგრამ ეს რომ არ შეზღუდულიყო, ამით რომ აუცილებლად პარტიულ ნომეკლატურაში შეიძლება ჩაჯდეს, ამიტომაც აბსოლუტურად ლოგიკური იყო, რომ არ ყოფილიყო ეს დათქმა, ეს რეფორმების საბჭო არ იყოს პარტიის სტრუქტურა, არამედ იყოს პარტიასთან მოთანამშრომლე სტრუქტურა, პარტიის გარეთ," - განაცხადა ანი წითლიძემ.