"თბილისში ყოველდღიურად თვალსაჩინოა, თუ რა არის კორუფცია კალაძის სისტემაში" - თაზო დათუნაშვილი
"თბილისში ყოველდღიურად თვალსაჩინოა, თუ რა არის კორუფცია კალაძის სისტემაში" - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა "TV პირველის" ეთერში კახა კალაძის პასუხისმგებლობაზე ისაუბრა, რომელმაც ქალაქში სანიაღვრე სისტემების გაუმართაობაზე ისაუბრა.
თაზო დათუნაშვილმა აღნიშნა, რომ თბილისის მერი მინიმუმ იმ ხალხის დანიშვნაზეა პასუხისმგებელი, ვისაც ეს უნდა ეკონტროლებინა რეაბილიტირებული ქუჩები.
სადაც ყველაზე მეტია აღებ-მიცემობა და სადაც ყველაზე თვალსაჩინოა, ამ ქალაქში ცხოვრობს ამ ქვეყნის მოსახლეობის ფატქობრივად ნახევარი, თბილისს ვგულისხმობ და ყოველთვის, ყოველდღიურად თვალსაჩინოა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იწვიმებს, თუ რა არის კორუფცია კალაძის სისტემაში და კალაძე როგორ ვერ ხედავს, როგორ იბრმავებს თვალს ბიძინა ივანიშვილი და მთელი ეს სისტემა, თითქოს ეს არ არსებობს. ანუ ყოველ წვიმაზე, როგორიც მოდის ხოლმე თბილისში ოდითგანვე ივლისის თვეში, არ არის ეს უცხო, დიდი და კატასტროფული იყო 13 ივნისის წვიმა, მაგრამ ეს არ არის ასეთი, ასეთი იცის ამ დროს ამ ქალაქში, როგორ შეიძლება გააკეთო მთელი ქუჩების, გამზირების, უბნების რეაბილიტაცია, იქ დადგა 80 ათას ევროიანი ნაგვის ყუთები, რომლისგანაც ნაგავს იღებ და ვერ ამუშავებ იმიტომ, რომ ქარხანა არ გაქ, ნაგავსაყრელზე მიგაქვს პირველყოფილი ადამიანივით და ქუჩებს უბრალოდ ელემენტარული სანიაღვრე სისტემას ვერ უშენებ. წერეთლის გამზირი გინდა, ჭავჭავაძის გამზირი, დიდი დიღომი - ის ადგილები, სადაც ან შარშან, ან შარშანწინ მორჩა ეს რეაბილიტაცია. აქ თითქოს არაფერი, ეს ყველაფერი ნორმაა. ეს კაცი [კალაძე] რომ გამოვა დაფიქრებული ტონით, თითქოს იმ ტვინში მართლა რამე ჰქონდეს , როგორც ტიპური, ნებისმიერი სულელი, როცა აღმოაჩენს ანბანურ ჭეშმარიტებას, გაკვირვებული რომ იძახის, რომ თურმე დრენაჟი არ მუშაობს. ჩემი, თქვენი ან მაყურებლის ბრალია, რომ არ მუშაობს? - კახა კალაძე როგორ არ არის პასუხისმგებელი მინიმუმ იმ ხალხის დანიშვნაზე, ვისაც ეს უნდა ეკონტროლებინა, მინიმუმ იმ სისხლის სამართლის დანაშაულზე, რომ იქ ტენდერი როგორ შეირჩა, კონტროლი როგორ მოხდა და მერე ის რატომ ჩაიბარა მერიამ," - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.