როგორ უნდა მოიწვიო ასეთი ორგანიზაცია, რომ შეგიფასოს არჩევნები - კალაძე ეუთოზე
კახა კალაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ "ჰააგის დეკლარაციას" სამარცხვინო უწოდა და ირწმუნებოდა, რომ რეზოლუცია "ტყულებით არის გაჯერებული".
"როგორ უნდა მოიწვიო ასეთი ორგანიზაცია, რომ შეგიფასოს არჩევნები" - თქვა კალაძემ ეუთოზე.
გულდასაწყვეტია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა იღებს ამ ტიპის სამარხვინო რეზოლუციებს. როდესაც იღებს ისეთ რეზოლუციებს, რომელიც მხოლოდ ტყუილებით არის გაჯერებული არვიცი ახლა, ზოგადად რა არჩევნების დაკვირვებაზე არის საუბარი. როგორ უნდა მოიწვიო ასეთი ორგანიზაცია, რომ შეგიფასოს არჩევნები", - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ "ჰააგის დეკლარაცია" მიიღო - "ქართული ოცნების" დელაგაციამ კი კენჭისყრა პროტესტის ნიშნად დატოვა.