"მოიცადეთ, სანამ ნახავთ, რას მივიღებთ მომავალ წელს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე" - ჯო უილსონი "ოცნებას"
"სამარცხვინო" - ასე ეხმაურება ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი რეზოლუციის მიღების დროს, "ქართული ოცნების" დელეგაციის მიერ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პროტესტის ნიშნად დატოვებას.
კონგრესმენი სოციალურ ქსელში წერს, რომ "ქართულმა ოცნებამ" უნდა მოიცადოს, სანამ ნახავს, რა რეზოლუციას მიიღებენ მომავალ წელს, ჩარლსტონის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრაზე.
სამარცხვინოა, რომ საქართველოს დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ჩემი რეზოლუციის მიღებისას დატოვა, რომელიც გმობდა ირანის პრო-ტერორისტულ მაფიის რეჟიმს, რომელმაც საქართველო დაიპყრო.
მოიცადეთ, სანამ ნახავთ, რას მივიღებთ მომავალ წელს ჩარლსტონის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრაზე," - წერს ჯო უილოსნი.
შეგახსენებთ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ "ჰააგის დეკლარაცია" მიიღო - "ქართული ოცნების" დელაგაციამ კი კენჭისყრა პროტესტის ნიშნად დატოვა.