ქადაგიშვილი ეუთოზე: როდესაც შენ მიერვე გაკეთებული დასკვნის დაცვა არ შეგიძლია - რა აზრი აქვს შენს მოწვევას?

09.07.26 15:16
ქადაგიშვილი ეუთოზე: როდესაც შენ მიერვე გაკეთებული დასკვნის დაცვა არ შეგიძლია - რა აზრი აქვს შენს მოწვევას?

"ოცნება" ეუთოს წინააღმდეგ - კახა კალაძის შემდეგ, უკვე ივანიშვილის გუნდის დეპუტატები აყენებენ კითხვის წიშნის ქვეშ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მოწვევას. 

ამჯერად ტელეკამერებთან ირაკლი ქადაგიშვილი გამოჩნდა - "ოცნების" წევრის თქმით, "ეუთო-ს მოუწევს იმის დამტკიცება, რომ პასუხისმგებლიანი ორგანიზაციაა".

ქადაგიშვილი დღეს მედიას იმასაც უმტკიცებდა, რომ "ეუთო-ს სხდომის მიმდინარეობისას ქართულ დელეგაციას კულუარებში ბოდიშსაც კი უხდიდნენ" მიღებული რეზოლუციის გამო. 

როდესაც ორგანიზაციას შენ მიერვე გაკეთებული დასკვნის დაცვა არ შეგიძლია, მართლა ჩნდება კითხვა - რა აზრი აქვს შენს მოწვევას? როდესაც სხვა სახელმწიფოში ისეთ დასკვნას დაწერ, რომ იქ არჩევნები შეიძლება გაუქმებულადაც გამოაცხადო, აქ კი მას დიდი ამბით ულოცავ ყველას - აი, ასეთ შემთხვევაში ეს კითხვა მარტო მე კი არა, მთელ ქართულ საზოგადოებას აქვს. სხვათა შორის, ეს კითხვა იმ საზოგადოებასაც აქვს, რომელიც ეუთო-ს სხდომის მიმდინარეობისას ქართულ დელეგაციასთან კულუარებში მიდიოდა, ბოდიშს უხდიდა და ამბობდა: არ აქვთ ის პოლიტიკური ნება, რომ სიმართლეს ბოლომდე დაუდგნენ გვერდშიო. ეუთო-ს მოუწევს იმის დამტკიცება, რომ ის არის პასუხისმგებლიანი ორგანიზაცია და არა პოლიტიკური მანიპულაციისთვის გამოსაყენებელი პლატფორმა“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ასევე ნახეთ:

შეგახსენებთ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ "ჰააგის დეკლარაცია" მიიღო - "ქართული ოცნების" დელაგაციამ კი კენჭისყრა პროტესტის ნიშნად დატოვა.